Search

17.04.2011

დიდთოვლობის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის  გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია  მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი  ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზვავსაშიშროების გამო გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დღის 11:00 სთ-დან საღამოს 19:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა  დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
 

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის  მიმოსვლისას აიკრძალოს მათი გაჩერება, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდეს ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მოძრაობა გნხორციელდეს  ცალმხრივი მიმართულებით საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ზვავსაშისროების გამო, ამავე გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე დღის 12:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.    სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტომანქანების  მიმოსვლისას აიკრძალოს მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
 

გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player