Search

16.04.2011

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ეროვნილი სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა. რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 
 

ზვავსაშიშროების გამო, ამავე  გზის  სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე დღის 12:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო საღამოს 18:00 სთ-დან დღის 12:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
 

სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტომანქანების  მიმოსვლისას აიკრძალოს მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
 

გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player