Search

პროექტები


  • 25.01.2012

     

    განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტი 

    შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტი 

    1. შესავალი

    აღნიშნული განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ და მოიცავს არანებაყოფლობითი განსახლებისა და მიწის შესყიდვის საკითხებს. იგი წარმოადგენს უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც შემუშავდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებული შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის მეორე პროექტის (SLRP II) მხარდასაჭერად.
     

    Read More
  • 23.01.2012

    ბუნებრივი და სოციალური გარემოს მენეჯმენტის ჩარჩო დოკუმენტი შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების II პროექტის განსახორციელებლად

    1. შესავალი

    1. ბუნებრივი და სოციალური გარემოს შეფასებისა და დაცვის პრინციპების განმსაზღვრელი ჩარჩო დოკუმენტი მომზადდა მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების II პროექტის (SLRP-II) საჭიროებისათვის. პროექტის ფარგლებში მოხდება არსებული გზების მაღალ პრიორიტეტული მონაკვეთების რეაბილიტაცია, რომლებიც კლასიფიცირებულია როგორც შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზები. პროექტის ფარგლებში მოქმედებს მსოფლიო ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკის 2 დოკუმენტი:
     

    Read More
  • 18.08.2011

    მესტიის შემოვლითი გზის და ხიდის
    მშენებლობის პროექტი

    1. ინფორმაცია საინვესტიციო პროექტის შესახებ
    1.1 შესავალი

    მესტიის შემოვლითი გზის მშენებლობის საპროექტო და სატენდერო
    დოკუმენტაცია შედგენილია შპს `ტრანსპროექტის~ მიერ საქართველოს
    საავტომობილო გზების დეპარტამენტის 17.06 2011 წელს გაცემული დავალების
    საფუძველზე.
    საქართველოს ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება
    ტურიზმის სექტორის განვითარებას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი
    სექტორია საქართველოში, დაწყებული საზღვაო კურორტებით, გაგრძელებული მთის
    კურორტებით, ალპინიზმით, სამთო-სათხილამურო სპორტით და სხვა.

    Read More
  • 8.08.2011

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
    სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება
    საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

    მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად

     

    საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პირველი პროექტის დამატებითი დაფინანსებისთვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

    Read More
  • 27.07.2011

    რეზიუმე

    პროექტი

    2004 წლიდან მოყოლებული საქართველოს მთავრობის (შემდგომში “მთავრობა”) პრიორიტეტად იქცა ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სოფლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რისთვისაც, სხვადასხვა პარტნიორის მეშვეობით, მათ შორის იაპონიის სართაშორისო თანამშრომლობის ბანკის (JBIC), იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA), აზიის განვითარების ბანკის (ADB) და მსოფლიო ბანკის (WB) დახმარებით, საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ინვესტიციები ამ სექტორში. ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, კონკურენტუნარიანობის განვითარება აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში, აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კორიდორის (E-60 Hmagistralis) გაუმჯობესების მეშვეობით.

    Read More
  • 14.06.2011

    შესავალი
    1.1 ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ

     
    1. საქართველოს მთავრობამ მიიღო აზიის განვითარების ბანკიდან სესხი (500 მილიონი აშშ დოლარი) მრავალტრანშიანი ფინანსური ინსტრუმენტის (მფი) მეშვეობით საგზაო დერეფნების განვითარების ქვე-რეგიონული პროგრამის ფარგლებში (პროგრამა) საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გზების რეაბილიტაციის, გაუმჯობესების ან მშენებლობისათვის, რაც მოიცავს შემოთავაზებულ 48.4-კმ აჭარის ასაქცევ გზას ქობულეთისა და ბათუმის გვერდის ავლით (გზა), რაც დაფინასდება პროგრამის უკვე დამტკიცებული ტრანშების 1 და 2 ფარგლებში (დამტკიცდა პროგრამის დამკიცების დროს, ხოლო ტრანში 2 ჯერ კიდევ განხილვის სტადიაზეა).

    Read More
  • 25.01.2011

    რეზიუმე
    შესავალი
    2003 წ ხელისუფლებაში მოსვლის კვალობაზე ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ძირითად პრიორიტეტად გამოაცხადა ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სოფლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. მთავრობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ამ სფეროების დაფინანსება. ერთ-ერთ პრიორიტეტს ასევე წარმოადგენდა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება მისი აღმოსავლეთ-დასავლეთი სატრანსპორტო დერეფნის – ე-60-ის განვითარების გზით. შესაბამსიად, შემუშავებული იქნა გაუმჯობესებების სტრატეგია ასაქცევების გათვალისწინებით, რომლებიც გამიზნულია მოძრაობის მოცულობისა და საცობების შესამცირებლად საქალაქო ტერიტორიებზე არსებული აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანთან გადაკვეთის წერტილებში.

    Read More
  • 25.01.2011

    სამართლებრივი ჩარჩო და ადმინსტრაციული სტრუქტურა

    1.1 ადმინსტრაციული სტრუქტურა

    საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
    საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო წარმოადგენს ძირითად უწყებას, რომელსაც ევალება გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და გატარება. ინდუსტრიულ პროექტებთან დაკავშირებით ხსენებული სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტი განიხილავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტებს და გასცემს გარემოზე ზემოქმედების ნებართვებს. გარემოს დაცვის სამსახური, რომელმაც შეცვალა ადრე მოქმედი გარემოსდაცვითი ინსპექცია, პასუხისმგებელია საწარმოების და ორგანიზაციების საქმიანობის შესაბამისობაზე გარემოსდაცვით სტანდარტებთან და ნორმებთან და გზშ-ში ჩამოყალიბებულ ვალდებულებებთან. მშენებლობის მონიტორინგი, ძირითადად ეხება რესურსების (ინერტული მასალების, წყლის რესურსების, ხე-ტყის) კანონის შეაბამისად გამოყენებას, გარემოზე მიყენებული ზიანის (კერძოდ, დაბნძურების) კონტროლს, ზიანის დაანგარიშებას და კომპენსაციის გადახდის უზრუნველყოფას.

    Read More
  • 23.12.10

    შესავალი


    მთავრობა გეგმავს ორი შემოვლითი გზის მშენებლობას ბათუმის და ქობულეთის მიმდებარე ტერიტორიაზე იმისათვის, რომ არსებულ ფოთი-სარფის გზაზე განტვირთოს  გადატვირთული საგზაო მოძრაობა, საცობები და შეამციროს ავტოსაგზაო შემთხვევები. 2005-2006 წლებში მთავრობის მიერ განხორციელდა წინასაპროექტო კვლევა  და გამოვლინდა გზის მიმართულება, რომელიც შემოუვლის ქალაქებს - ბათუმს და ქობულეთს. მთავრობამ მიმართა აზიის განვითარების ბანკს დახმარებისთვის, რომ მოამზადოს და დააფინანსოს ამ ორი შემოვლითი გზის მშენებლობა. აზიის განვითარების ბანკმა ტექნიკური დახმარების  პროგრამის მეშვეობით, 2009 წელს განახორციელა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა, გამოავლინა საპროექტო გზის 48 კმ მიმართულება (ქობულეთის შემოვლითი გზა - 28კმ, ქობულეთი-ბათუმის მონაკვეთი - 6კმ, და ბათუმის შემოვლითი გზა -14კმ) და მოამზადა წინასწარი საინჟინრო პროექტები. 

    Read More
  • 9.12.2010

    საქართველოს მთავრობამ მიიღო აზიის განვითარების ბანკიდან სესხი (500 მილიონი აშშ დოლარი) მრავალტრანშიანი ფინანსური ინსტრუმენტის (მფი) მეშვეობით საგზაო დერეფნების განვითარების ქვე-რეგიონული პროგრამის ფარგლებში (პროგრამა) საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გზების რეაბილიტაციის, გაუმჯობესების ან მშენებლობისათვის, რაც მოიცავს შემოთავაზებულ 48.4-კმ აჭარის ასაქცევ გზას ქობულეთისა და ბათუმის გვერდის ავლით (გზა), რაც დაფინასდება პროგრამის უკვე დამტკიცებული ტრანშების 1 და 2 ფარგლებში (დამტკიცდა პროგრამის დამკიცების დროს, ხოლო ტრანში 2 ჯერ კიდევ განხილვის სტადიაზეა).

    Read More
  • 9.12.2010

    საქართველოს მთავრობამ მიიღო აზიის განვითარების ბანკიდან სესხი (500 მილიონი აშშ დოლარი) მრავალტრანშიანი ფინანსური ინსტრუმენტის (მფი) მეშვეობით საგზაო დერეფნების განვითარების ქვე-რეგიონული პროგრამის ფარგლებში (პროგრამა) საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გზების რეაბილიტაციის, გაუმჯობესების ან მშენებლობისათვის, რაც მოიცავს შემოთავაზებულ 48.4-კმ აჭარის ასაქცევ გზას ქობულეთისა და ბათუმის გვერდის ავლით (გზა), რაც დაფინასდება პროგრამის უკვე დამტკიცებული ტრანშების 1 და 2 ფარგლებში (დამტკიცდა პროგრამის დამკიცების დროს, ხოლო ტრანში 2 ჯერ კიდევ განხილვის სტადიაზეა).

    Read More
  • 27.09.10

    რეზიუმე
    შესავალი


    საქართველო მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კორიდორია, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას და შესაბამისად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნისათვის ეროვნული პრიორიტეტია. საქართველოს მთავრობამ სთხოვა მსოფლიო ბანკს ხელშეწყობა აღმოსავლეთ-დასავრეთ სატრანსპორტო კორიდორის  მოდერნიზაციაში. დღეს-დღეისობით ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს სამი პროექტი E-60 აღმოსავლეთ-დასავლეთ სამანქანო გზის გაუმჯობესებისათვის. აღმოსავლეთ-დასავლეთ სამანქანო გზის გაუმჯობესების მესამე პროექტი ფარავს ტერიტორიას სვენეთიდან რუისამდე. ამ პროექტის დანერგვის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ მოითხოვა, რომ მსოფლიო ბანკს ჩაერთო დამატებითი სამუშაოები აღმოსავლე-დასავლეთ სამანქანო გზის გაუმჯობესების პროექტის დაფინანსებაში. ეს სამუშაოები მოიცავენ 3 კილომეტრიანი შემოვლითი გზის და მდინარე ლიახვზე დამატებითი ხიდის მშენებლობას. შემოვლითი გზა და დამატებითი ხიდი დააკავშირებენ რამოდენიმე ადგილობრივ სოფელს ერთმანეთთან და სასოფლო სამეურნეო ობიექტებთან, აგრეთვე გორი-ცხინვალის გზასთან - მთავარი მაგისტრალის გვერდის ავლით და შორი შემოვლითი გზების თავიდან აცილებით. ეს შემოვლითი გზა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სასოფლო სამეურნეო მანქანა-დანადგარების მოძრაობისათვის და არამოტორიზირებული ტრანსპორტის გადაადგილებისათვის პროექტის ზონაში. მაგისტრალზე სამშენებლო სამუშაოების დროს შემოვლითი გზა და დამატებითი ხიდი შეასრულებენ შემოვლითი გზის ფუნქციას ძირითად ტრანსპორტისათვის. აღმოსავლე-დასავლეთ სამანაქანო გზის გაუმჯობესების თავდაპირველ პროექტში შემოვლითი გზისა და ხიდის მშენებლობა არ შედიოდა, მაგრამ მოგვიანებით მათი მშენებლობა აუცილებელი გახდა, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოების ხელშესაწყობად. მსოფლიო ბაკი დათანხმდა დამატებითი სამუშაოების ჩართვას პროეტში, საქართველოს მთავრობის მოთხოვნით.
    ამ მიზნით, შედგა რეგიონული გარემოსდაცვითი შეფასება (რგშ) და გარემოსდაცვითი მენეჯმენტის ჩარჩო (გმჩ), რათა დაეფარა სვენეთი-რუისი-რიკოთის გვირაბის დიდი ნაწილი. გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასება (გზშ) ჩატარდა სვენეთი-რუისის გზისათვის, რაც გარემოსდაცვით მენეჯმენტის გეგემასაც მოიცავდა. მას შემდეგ რაც პროეტში ჩართული იქნა დამატებითი სამუშაოები, შედგა დამატებითი გზშ იმ სპეფიციკური ზემოქმედებათა შესაფასებლად, რომლებიც შეიძლება დამატებითმა სამუშაოებმა იქონიონ, ან შეიძლება განსხვავადებოდნენ თავდაპირველი გზშ-სგან. დამატებითი გზშ ასევე იძლევა რეკომენდაციებს შემარბილებელი ღონისძიებების თაობაზეც.
    თავდაპირველი გზშ-ს უპირატესობა იყო გარემოსდაცვითი სკოუპინკის მიმოხილვა შპს BT -ს მიერ 2006 წელს და ასევე Kocks Consulting-ისა და Nippon Koei UK-ის გაკეთებული შენატანი. დამატებითი გზშ შედგენილია ინდივიდუალური კონსულტატნტის მიერ, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეარჩია.

     

    Read More
  • 03.06.10

    ვაზიანი – გომბორი – თელავის საავტომობილო გზის
    რეაბილიტაციის პროექტი, II მონაკვეთი – კმ 27.00-54.00
    გარემოსდაცვითი მართვის გეგმა
    პროექტი
    მაისი 2010

     

    პროექტის მიზანშეწონილობა


    ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა, რომელიც უმოკლესი მანძილით აკავშირებს თელავის და ახმეტის რაიონებს,ნაწილობრივ ყვარელის რაიონს და მიმდებარე სოფლებს ქ. თბილისთან. არსებული გზის სიგრძეა 65 კმ. ამავე რაიონებიდან ამჟამად ძირითადი სატრანსპორტო მოძრაობა ხორციელდება გურჯაანის და ბაკურციხის გავლით, ეს კი დახლოებით 57 კმ-ით მეტი მანძილია ვიდრე ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულება. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზა გადის გარდაბნის, საგარეჯოს და თელავის რაიონის ტერიტორიაზე, რომელიც იწყება თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 27-ე კმ-ზე ვაზიანის დასახლებასთან, გაივლის სოფლებს: უჯარმას, სასადილოს, გომბორს, კობაძეს, თეთრწყლებს და მთავრდება ქ. თელავში. ამავე გზით სარგებლობს სასადილო-სიონის გზის გასწვრივ განლაგებული სოფლები.

    Read More
  • 27.04.10

    საპროექტო დოკუმენტაცია
    სოფ. ანაკლიასა და სოფ. განმუხურს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა
    და მდ. ენგურზე სახიდე გადასასვლელი
    წიგნი 3
    გარემოზე ზემოქმედების შეფასება
    თბილისი, 2010 წელი

     


    1. არატექნიკური რეზიუმე

    1.1 შესავალი

    სოფ. ანაკლიასა და სოფ. განმუხურს შორის დამაკავშირებელი გზისა და მდინარე ენგურზე სახიდე გადასასვლელის პროექტი შედგენილია ინსტიტუტ ,,ტრანსპროექტის” მიერ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის #1053 განკარგულების შესაბამისად (სოფ. განმუხურში დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით) საავტომობილო გზების დეპარტამენტის 01.02.10 წელს გაცემული დავალების საფუძველზე.

    Read More
  • 11.01.10

     

    საერთაშორისო მნიშვნელობის
    თბილისის შემოსავლელი ს/გზის კმ14(0.4) - კმ21(0.7)
    მონაკვეთის რეკონსტრუქციის სამუშაოების

    საპროექტო დოკუმენტაცია

    IV. გარემოს ზემოქმედების შეფასება და გარემოსდაცვითი
    მენეჯმენტის გეგმა

     

    1. შესავალი
    გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველომ შეიძინა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის სტატუსი. შესაბამისად, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი გახდა. ვინაიდან სატვირთო გადაზიდვების საკმაოდ დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთერთ მნიშვნელოვან მიმართულებას საავტომობილო გზები წარმოადგენს. გაზრდილმა მოთხოვნამ საავტომობილო გადაზიდვებზე განაპირობა არსებული გზების რეკონსტრუქციის და ზოგ შემთხვევაში, ახალი უსაფრთხო მონაკვეთების მშენებლობის აუცილებლობა.

     

    Read More
  • 23.09.09

    განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტი
    აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პირველი პროექტი
    E-60 ავტომაგისტრალის  აღაიანი - იგოეთის (კმ43-კმ80) მონაკვეთის
    რეაბილიტაციის პროექტი
    სექტემბერი 2006 წელი

     

    განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტი 

    (E-60 ავტომაგისტრალის აღაიანი – სვენეთის მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი)

    შესავალი

    განსახლების პოლიტიკა მომზადებულია წინასწარი პროექტირების, გარემოსდაცვითი სკრინინგისა და განსახლების პროექტის ეგიდით, მოწონებული ალტერნატივების შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტებისა და მსოფლიო ბანკის არანებაყოფლობითი განსახლების სფეროში სამოქმედო პოლიტიკის (4.12) და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული პოლიტიკის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით. დავალება ეხება დაახლოვებით 37 კილომეტრიან აღიანი-სვენეთის მონაკვეთს, რომელიც მდებარეობს 43-ე და მე-80 კილომეტრ ნიშნულებს შორის.

    Read More
  • 17.09.09

    28 სექტემბერს, 11.00 საათზე, დაბა სურამის გამგეობის შენობაში, მოეწყობა,  E-60 ავტომაგისტრალზე რიკოთის გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების,  გარემოზე ზემოქმედების შეფასების  დოკუმენტის საჯარო განხილვა.
    შეხვედრის მიზანია, დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მოქცეული, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.

    Read More
  • 17.09.09

    რიკოთის გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები
    გარემოზე ზემოქმედების შეფასება და გარემოსდაცვითი
    მენეჯმენტის გეგმა

    2009 წლის სექტემბერი

    არატექნიკური რეზუმე

    შესავალი

    გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველომ შეიძინა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის სტატუსი. შესაბამისად, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება გახდა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი საქართველოს მთავრობისათვის. საქართველოს მთავრობამ მიმართა მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს (IBRD) და სთხოვა დახმარება აღმოსავლეთი-დასავლეთი სატრანსპორტო დერეფნის მოდერნიზაციის საქმეში. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მიიღო სესხი საერთაშორისო განვითარების ასოციაციისგან რომელიც უნდა მოხმარდეს აღმოსავლეთი-დასავლეთი (E-60)  ავტომაგისტრალის ცალკეული მონაკვეთების მოდერნიზაციას.

    Read More
  • 14.09.09

    პარასკევს, 18 სექტემბერს 13:00 საათზე სოფელ უჯარმას გამგეობის შენობაში და 15:00 საათზე გომბორის მუნიციპალიტეტის  გამგეობის შენობაში,  ხოლო შაბათს, 19 სექტემბერს ქალაქ თელავის გამგეობის შენობაში დაგეგმილია,  ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ27 მონაკვეთზე დაგეგმილ სამშენებლო და სარეაბილიტაციო  სამუშაოების,  გარემოზე ზემოქმედების შეფასების  დოკუმენტის საჯარო განხილვა, შეხვედრის მიზანია დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არიალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.

    Read More
  • 12.09.09

    ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის
    რეაბილიტაციის პროექტი
    გარემოზე ზემოქმედების შეფასება

    ტომი I.
    სექტემბერი 2009

    არატექნიკური რეზიუმე

    პროექტის მიზანშეწონილობ
     

    საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყნის რეგიონებს შორის სრულყოფილი საავტომობილო კავშირების დამყარება, რისთვისაც საჭიროა გზების ნორმალური ფუნქციონირება წლის ნებისმიერ დროს, ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს მოძრაობის შეფერხებებს, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.

     

    Read More

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player