Search

27.09.10

რეზიუმე
შესავალი


საქართველო მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კორიდორია, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას და შესაბამისად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნისათვის ეროვნული პრიორიტეტია. საქართველოს მთავრობამ სთხოვა მსოფლიო ბანკს ხელშეწყობა აღმოსავლეთ-დასავრეთ სატრანსპორტო კორიდორის  მოდერნიზაციაში. დღეს-დღეისობით ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს სამი პროექტი E-60 აღმოსავლეთ-დასავლეთ სამანქანო გზის გაუმჯობესებისათვის. აღმოსავლეთ-დასავლეთ სამანქანო გზის გაუმჯობესების მესამე პროექტი ფარავს ტერიტორიას სვენეთიდან რუისამდე. ამ პროექტის დანერგვის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ მოითხოვა, რომ მსოფლიო ბანკს ჩაერთო დამატებითი სამუშაოები აღმოსავლე-დასავლეთ სამანქანო გზის გაუმჯობესების პროექტის დაფინანსებაში. ეს სამუშაოები მოიცავენ 3 კილომეტრიანი შემოვლითი გზის და მდინარე ლიახვზე დამატებითი ხიდის მშენებლობას. შემოვლითი გზა და დამატებითი ხიდი დააკავშირებენ რამოდენიმე ადგილობრივ სოფელს ერთმანეთთან და სასოფლო სამეურნეო ობიექტებთან, აგრეთვე გორი-ცხინვალის გზასთან - მთავარი მაგისტრალის გვერდის ავლით და შორი შემოვლითი გზების თავიდან აცილებით. ეს შემოვლითი გზა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სასოფლო სამეურნეო მანქანა-დანადგარების მოძრაობისათვის და არამოტორიზირებული ტრანსპორტის გადაადგილებისათვის პროექტის ზონაში. მაგისტრალზე სამშენებლო სამუშაოების დროს შემოვლითი გზა და დამატებითი ხიდი შეასრულებენ შემოვლითი გზის ფუნქციას ძირითად ტრანსპორტისათვის. აღმოსავლე-დასავლეთ სამანაქანო გზის გაუმჯობესების თავდაპირველ პროექტში შემოვლითი გზისა და ხიდის მშენებლობა არ შედიოდა, მაგრამ მოგვიანებით მათი მშენებლობა აუცილებელი გახდა, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოების ხელშესაწყობად. მსოფლიო ბაკი დათანხმდა დამატებითი სამუშაოების ჩართვას პროეტში, საქართველოს მთავრობის მოთხოვნით.
ამ მიზნით, შედგა რეგიონული გარემოსდაცვითი შეფასება (რგშ) და გარემოსდაცვითი მენეჯმენტის ჩარჩო (გმჩ), რათა დაეფარა სვენეთი-რუისი-რიკოთის გვირაბის დიდი ნაწილი. გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასება (გზშ) ჩატარდა სვენეთი-რუისის გზისათვის, რაც გარემოსდაცვით მენეჯმენტის გეგემასაც მოიცავდა. მას შემდეგ რაც პროეტში ჩართული იქნა დამატებითი სამუშაოები, შედგა დამატებითი გზშ იმ სპეფიციკური ზემოქმედებათა შესაფასებლად, რომლებიც შეიძლება დამატებითმა სამუშაოებმა იქონიონ, ან შეიძლება განსხვავადებოდნენ თავდაპირველი გზშ-სგან. დამატებითი გზშ ასევე იძლევა რეკომენდაციებს შემარბილებელი ღონისძიებების თაობაზეც.
თავდაპირველი გზშ-ს უპირატესობა იყო გარემოსდაცვითი სკოუპინკის მიმოხილვა შპს BT -ს მიერ 2006 წელს და ასევე Kocks Consulting-ისა და Nippon Koei UK-ის გაკეთებული შენატანი. დამატებითი გზშ შედგენილია ინდივიდუალური კონსულტატნტის მიერ, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეარჩია.
 

იხილეთ ვრცლად

 

იხილეთ ვრცლად

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player