Search

03.06.10

ვაზიანი – გომბორი – თელავის საავტომობილო გზის
რეაბილიტაციის პროექტი, II მონაკვეთი – კმ 27.00-54.00
გარემოსდაცვითი მართვის გეგმა
პროექტი
მაისი 2010

 

პროექტის მიზანშეწონილობა


ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა, რომელიც უმოკლესი მანძილით აკავშირებს თელავის და ახმეტის რაიონებს,ნაწილობრივ ყვარელის რაიონს და მიმდებარე სოფლებს ქ. თბილისთან. არსებული გზის სიგრძეა 65 კმ. ამავე რაიონებიდან ამჟამად ძირითადი სატრანსპორტო მოძრაობა ხორციელდება გურჯაანის და ბაკურციხის გავლით, ეს კი დახლოებით 57 კმ-ით მეტი მანძილია ვიდრე ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულება. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზა გადის გარდაბნის, საგარეჯოს და თელავის რაიონის ტერიტორიაზე, რომელიც იწყება თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 27-ე კმ-ზე ვაზიანის დასახლებასთან, გაივლის სოფლებს: უჯარმას, სასადილოს, გომბორს, კობაძეს, თეთრწყლებს და მთავრდება ქ. თელავში. ამავე გზით სარგებლობს სასადილო-სიონის გზის გასწვრივ განლაგებული სოფლები.

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ65-ის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური-ეკონომიკური დასაბუთების (feasibility study) საპროექტო დოკუმენტაცია შედგენილია შპს “ტრანსპროექტის” მიერ. გზის მშენებლობის შემდეგ ტრანსპორტის მოძრაობის მოსალოდნელი საშუალო წლიური ინტენსივობა ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე შეადგენს 1217 ავტომანქანას დღეღამეში. მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა მთლიანი ნაკადის 75%-ს შეადგენს. მიძრაობის პერსპექტიული ინტენსიობის სიდიდე 2009- 2028 წლების პერიოდისათვის განგარიშებელია ინტენსივობის სავარაუდო ზრდის საფუძველზე და 2028 წლისათვის შეადგენს 3242 ავტომანქანას დღეღამეში.

 

იხილეთ ვრცლად


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player