Search

17.09.09

რიკოთის გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები
გარემოზე ზემოქმედების შეფასება და გარემოსდაცვითი
მენეჯმენტის გეგმა

2009 წლის სექტემბერი

 

არატექნიკური რეზუმე

შესავალი

გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველომ შეიძინა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის სტატუსი. შესაბამისად, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება გახდა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი საქართველოს მთავრობისათვის. საქართველოს მთავრობამ მიმართა მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს (IBRD) და სთხოვა დახმარება აღმოსავლეთი-დასავლეთი სატრანსპორტო დერეფნის მოდერნიზაციის საქმეში. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მიიღო სესხი საერთაშორისო განვითარების ასოციაციისგან რომელიც უნდა მოხმარდეს აღმოსავლეთი-დასავლეთი (E-60)  ავტომაგისტრალის ცალკეული მონაკვეთების მოდერნიზაციას.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს აღმოსავლეთი-დასავლეთი (E-60)  ავტომაგისტრალის  143-ე კმ ნიშნულთან არსებული საავტომობილო ე.წ. რიკოთის  გვირაბის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მიმდინარე დეტალური კვლევების ნაწილს. რაც შეეხება განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით შესამუშავებელ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, მისი მიზანია გარემოზე ზემოქმედების სახეების დადგენა და შესაბამისი  შემარბილებელი ღონისძიებების შემუშავება, ასევე  გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და მონიტორინგის გეგმების ჩამოყალიბება.

წინამდებარე გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მიზანია გარემოზე ზემოქმედების განხილვა და პროექტის განხორციელებისას ზემოქმედების მართვის და შემარბილებელი ღონისძიებების დასახვა. წინამდებარე გზშ-ს ანგარიშში თანდართულია გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა, საქართველოს კანონმდებლობის და მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოს შესაბამისი პუნქტების გათვალისწინებით.


იხილეთ ვრცლად...
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player