Search

12.09.09

პროექტი “ვაზიანი – გომბორი – თელავის
საავტომობილო გზის რეაბილიტაცია”
ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედება
ტომი II. დანართები

 

საქართველოს კანონმდებლობა და მსოფლიო ბანკის მოთხოვნები
გარემოსდაცვით და არანებაყოფლობითი განსახლების საკითხებზე


1. საკანონმდებლო და ნორმატიული მოთხოვნები გარემოს დაცვის სფეროში


1.1. საქართველოს კანონმდებლობა და ნორმატიული ბაზა


1.1.1 ინსტიტუციური პასუხისმგებლობანი


საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

 

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო წარმოადგენს ძირითად უწყებას, რომელსაც ევალება გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და გატარება. ინდუსტრიულ პროექტებთან დაკავშირებით ხსენებული სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტი განიხილავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტებს და გასცემს გარემოზე ზემოქმედების ნებართვებს. გარემოს დაცვის სამსახური, რომელმაც შეცვალა ადრე მოქმედი გარემოსდაცვითი ინსპექცია, პასუხისმგებელია საწარმოების და ორგანიზაციების საქმიანობის შესაბამისობაზე გარემოსდაცვით სტანდარტებთან და ნორმებთან და გზშ-ში ჩამოყალიბებულ ვალდებულებებთან. მშენებლობის მონიტორინგი, ძირითადად ეხება რესურსების (ინერტული მასალების, წყლის რესურსების, ხე-ტყის) კანონის შეაბამისად გამოყენებას, გარემოზე მიყენებული ზიანის (კერძოდ, დაბნძურების) კონტროლს, ზიანის დაანგარიშებას და კომპენსაციის გადახდის უზრუნველყოფას. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მონაწილეობას იღებს არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მიცემის პროცესში და ამით უზრუნველყოფს დაპროექტების და მშენებლობის დაგეგმვის ადრეულ სტადიებზე ისეთი საკითხების გათვალისწინებას, როგორიც არის ნარჩენების მართვა, დაბინძურების პრევენცია, დაცული ტერიტორიების და სენსიტიური უბნების მაქსიმალური დაცვა მავნე ზემოქმედებისაგან და ა.შ. ინდუსტრიული პროექტების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ანხორციელებს საქმიანობის რეგულირებას გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებაში. კერძოდ სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:

 

იხილეთ ვრცლად...

 

საჯარო განხილვის ოქმი


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player