Search

12.09.09

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის
რეაბილიტაციის პროექტი
გარემოზე ზემოქმედების შეფასება

ტომი I.
სექტემბერი 2009

 

არატექნიკური რეზიუმე

პროექტის მიზანშეწონილობა


საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყნის რეგიონებს შორის სრულყოფილი საავტომობილო კავშირების დამყარება, რისთვისაც საჭიროა გზების ნორმალური ფუნქციონირება წლის ნებისმიერ დროს, ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს მოძრაობის შეფერხებებს, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა, რომელიც უმოკლესი მანძილით აკავშირებს თელავის და ახმეტის რაიონებს, ნაწილობრივ ყვარელის რაიონს და მიმდებარე სოფლებს ქ. თბილისთან.  არსებული გზის სიგრძეა 65 კმ. ამავე რაიონებიდან ამჟამად ძირითადი სატრანსპორტო მოძრაობა ხორციელდება გურჯაანის და ბაკურციხის გავლით, ეს კი დახლოებით 75 კმ-ით მეტი მანძილია ვიდრე ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულება. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზა გადის გარდაბნის, საგარეჯოს და თელავის რაიონის ტერიტორიაზე, რომელიც იწყება თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 27-ე კმ-ზე ვაზიანის დასახლებასთან, გაივლის სოფლებს: უჯარმას, სასადილოს, გომბორს, კობაძეს, თეთრწყლებს და მთავრდება  ქ. თელავში. ამავე გზით სარგებლობს სასადილო – სიონის გზის გასწვრივ განლაგებული სოფლები.

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ65-ის   სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური-ეკონომიკური დასაბუთების (feasibility study) საპროექტო დოკუმენტაცია შედგენილია შპს “ტრანსპროექტის” მიერ.
გზის  მშენებლობის შემდეგ მოსალოდნელი საშუალო წლიური  ინტენსივობა ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე შეადგენს 1217 ავტომანქანას დღეღამეში.
 

 

იხილეთ ვრცლად - I

იხილეთ ვრცლად - II


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player