Search

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

მესამე აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო მაგისტრალის
სვენეთი-რუისის მონაკვეთის (კმ 80 – კმ 95) მოდერნიზაციის 
პროექტი

ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე
ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში
ივლისი 1, 2009

 

შესავალი

გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველომ შეიძინა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის სტატუსი. შესაბამისად, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება გახდა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი. საქართველოს მთავრობამ მიმართა მსოფლიო ბანკს და სთხოვა დახმარება აღმოსავლეთი-დასავლეთი სატრანსპორტო დერეფნის მოდერნიზაციის საქმეში. E-60 აღმოსავლეთი-დასავლეთი ავტომაგისტრალის გაუმჯობესების ორი პროექტი მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით და მესამე აღმოსავლეთ-დასავლეთი ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი მომზადების პროცესშია. პროექტი მოიცავს მონაკვეთს სვენეთიდან რუისამდე. მომავალი ინვესტიციები მოიცავს მონაკვეთს როგორც რუისიდან სვენეთამდე, ასევე რიკოთის საავტომობილო გვირაბს. რეგიონალური გარემოსდაცვითი შეფასება და გარემოსდაცვითი მენეჯმენტის ჩარჩო დოკუმენტი მოიცავს სვენეთი-რუისი-რიკოთის გვირაბის მთელ კორიდორს. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში მოიცავს გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გეგმას. გარემოზე ზემოქმედების შეფასების მიზანია განსაზღვროს გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედება და შეთავაზებული სამუშაოების რისკის ფაქტორი, დასახოს  შემარბილებელი ღონისძიებებისა და შეიმუშაოს E-60 მაგისტრალის ამ მონაკვეთის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმა მშენებლობისა და ექსპლუატაციის პერიოდში.
 

ვრცლად-I

ვრცლად-II

ვრცლად-III


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player