Search

7.02.2013

 დეპარტამენტის მიერ 2013 წელს გამოსაცხადებელი ტენდერების ნუსხა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა

  

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ინიციატივით, დეპარტამენტის მიერ 2013 წელს სხვადასხვა მომსახურებაზე გამოსაცხადებელი ტენდერების ნუსხა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა. რაც საგზაო სფეროში სამართლიანი კონკურენციის პროცესს ხელს შეუწყობს. უფრო მეტ კომპანიას მიეცემა საშუალება  რამდენიმე თვით ადრე მიიღოს მოსალოდნელი ტენდერების შესახებ ინფორმაცია და სათანადოდ მოემზადოს სატენდერო პროცედურებისთვის.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი სხვადასხვა მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაციას ოპერატიულად აწვდის საზოგადოებას. თუმცა, წლის განმავლობაში გამოსაცხადებელი ტენდერების მთელი ნუსხა საჯაროდ პირველად გამოქვეყნდა.

 

  

 იხილეთ  ვრცლად

 

 იხილეთ  ვრცლად

 

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player