Search

19.11.2012

 აღმოსავლეთ-დასავლეთ  მაგისტრალის E-60 რუისი-აგარის შემოვლითი გზის

მონაკვეთის (კმ 95 -კმ114) მოდერნიზების სამუშაოების გარემოზე ზემოქმედების შეფასება

 

 

  გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საქართველომ მოიპოვა მნიშვნელოვანი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი,სატრანსპორტო დერეფნის სტატუსი. სატრანსპორტო ინფრასტუქტურის განვითარება გახდა ეროვნული პრიორიტეტი. საქართველოს მთავრობა სთხოვა მსოფლიო ბანკს მხარდაჭერა აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო დერეფნის მოდერნიზაციისთვის. ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს E-60 აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის გაუმჯობესების ორი პროექტი, მომზადების პროცესშია აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის მოდერნიზაციის მესამე პროექტის დამატებითი დაფინანსება.

   აღნიშნული პროექტი მოიცავს რუისსა და გომს შორის არსებული მაგისტრალის ნაწილს. მომდევნო ინვესტიციების მეშვეობით დასრულდება გომიდან, რიკოთის რეაბილიტირებულ გვირაბამდე არსებული მაგისტრალის გაუმჯობესება. სვანეთი-რუისი-რიკოთის გვირაბის მთლიანი დერეფნისთვის შემუშავდა რეგიონალური გარემოზე ზემოქმედების შეფასება (რგზშ) და გარემოსდაცვითი  მენეჯმენტის ჩარჩო. განხორციელდა გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) მაგისტრალის რუისი - აგარის შემოვლითი გზის მონაკვეთზე, გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გეგმის (გმგ) ჩათვლით.აღნიშნული გზშ-ს მიზანი იყო რუისი-გომის მონაკვეთზე გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედებისა და შემოთავაზებული სამუშაოების რისკების განსაზღვრა; ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების რეკომენდება და მონიტორინგის გეგმის შემუშავება გარემოსდაცვითი ნორმების გათვალისწინებით E-60 მაგისტრალის მონაკვეთის მშენებლობისა და ოპერირების დროს.

 

 

იხილეთ  ვრცლად

 

 იხილეთ  ვრცლად

 

იხილეთ  ვრცლად


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player