Search

25.01.2012

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტი

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტი


SLRP II 

 

1. შესავალი

აღნიშნული განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ და მოიცავს არანებაყოფლობითი განსახლებისა და მიწის შესყიდვის საკითხებს. იგი წარმოადგენს უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც შემუშავდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებული შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის მეორე პროექტის (SLRP II) მხარდასაჭერად.

იქიდან გამომდინარე, რომ პროექტის დაფინანსება გათვალისწინებულია მსოფლიო ბანკის მხრიდან, წინამდებარე დოკუმენტი მომზადდა მსოფლიო ბანკის მითითებით, ბანკის არანებაყოფლობითი პოლიტიკის (OP 4.12) შესაბამისად.

დოკუმენტში განხილულია მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მიდგომები მიწის შეძენისა და განსახლების საკითხების მიმართ, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დოკუმენტი წარმოადგენს ზოგად ჩარჩო სახელმძღვანელოს, რომლის მიხედვითაც უზრუნველყოფილი უნდა იქნას ყველა მონაწილე მხარის ინტერესებისა და მათ მიერ დასმული პრობლემატური საკითხების გათვალისწინება და ისეთი გაგების დამკვიდრება, რომ ნებისმიერი მხარის ყველაზე მკაცრი და გონივრული მოთხოვნები სათანადო ყურადღებით იქნას განხილული და გათვალისწინებული. 

განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტის მთავარი მიზანია, პროექტის შესაძლო ზემოქმედების შემთხვევაში, არანებაყოფლობითი განსახლების მინიმუმამდე შემცირება და ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა.

განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტი განსაზღვრავს არანებაყოფლობითი განსახლების პროცედურებს, ამასთანავე ადგენს მიზნებს, პრინციპებს, საკომპენსაციო უფლებებს, საკანონმდებლო ჩარჩოებს, საკონსულტაციო პროცედურებს და საჩივრების განხილვის მექანიზმებს, რომლებიც პროექტის შესაძლო ზემოქმედების შემთხვევაში, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის პროცესში გამოყენებული იქნება კონკრეტული განსახლების სამოქმედო გეგმების მოსამზადებლად.

იხილეთ ვრცლად

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player