Search

8.08.2011

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად

 

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პირველი პროექტის დამატებითი დაფინანსებისთვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

   საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატად შემდეგი მომსახურების გასაწევად: `დეტალური პროექტისა და სატენდერო დოკუმენტების მომზადება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების II პროექტის ფარგლებში 10 საგზაო მონაკვეთის გასაუმჯობესებლად”.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს (მაგრამ არ არის შეზღუდული) შემდეგს: შესაბამისი გამოცდილება საპროექტო ღონისძიებებთან მიმართებაში, კორპორატიული პროფილი. კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთაინდნენ კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ან ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე. ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასების დროს). 
 

იხილეთ ვრცლად


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player