Search

18.08.2011

მესტიის შემოვლითი გზის და ხიდის
მშენებლობის პროექტი

1. ინფორმაცია საინვესტიციო პროექტის შესახებ
1.1 შესავალი

მესტიის შემოვლითი გზის მშენებლობის საპროექტო და სატენდერო
დოკუმენტაცია შედგენილია შპს `ტრანსპროექტის~ მიერ საქართველოს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის 17.06 2011 წელს გაცემული დავალების
საფუძველზე.
საქართველოს ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება
ტურიზმის სექტორის განვითარებას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი
სექტორია საქართველოში, დაწყებული საზღვაო კურორტებით, გაგრძელებული მთის
კურორტებით, ალპინიზმით, სამთო-სათხილამურო სპორტით და სხვა.
საქართველოს გეოგრაფიული და კლიმატური მახასიათებლები პრაქტიკულად ყველა
ტიპის ტურიზმის განვითარების შესაძლებლობას იძლევა. მესტია არის დიდი
ტურისტული პოტენციალის მქონე კურორტი, რომელიც გამოირჩევა უნიკალური
სილამაზით, რელიეფით, მშრალი და ზომიერი კლიმატით, იდეალური საზაფხულო
და ზამთრის ტემპერატურით, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობით, თოვლიანი
დღეების რაოდენობის ხაგრძლივობით.
მესტიაში ინტენსიურად მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის
განვითარებისთვის გზების, სასტუმრო კომპლექსების, ბარების, რესტორნების და
სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა.
 

იხილეთ ვრცლად


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player