Search

27.07.2011

რეზიუმე

პროექტი

2004 წლიდან მოყოლებული საქართველოს მთავრობის (შემდგომში “მთავრობა”) პრიორიტეტად იქცა ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სოფლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რისთვისაც, სხვადასხვა პარტნიორის მეშვეობით, მათ შორის იაპონიის სართაშორისო თანამშრომლობის ბანკის (JBIC), იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA), აზიის განვითარების ბანკის (ADB) და მსოფლიო ბანკის (WB) დახმარებით, საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ინვესტიციები ამ სექტორში. ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, კონკურენტუნარიანობის განვითარება აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში, აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კორიდორის (E-60 Hmagistralis) გაუმჯობესების მეშვეობით.

2007 წელს იაპონიის მთავრობამ აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო კორიდორის გამოსაკვლევად გაგზავნა კონსულტანტთა ჯგუფი კონსორციუმის სახით, რომელშიც შედიოდნენ: E EXE-Idea Ltd., PADECO Co. Ltd., da Construction Project Consultant Inc, რომელსაც  უნდა ჩაეტარებინა ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის (ფიზიბილითი) კვლევა, რათა დაედგინა მაგისტრალის პრიორიტეტული მონაკვეთი და მოემზადებინა პროექტი სესხის გასაცემად. 2008 წელს ტექნიკური განხორციელებადობის ანგარიშში შევიდა რეკომენდაციები ხსენებული E-60 Hმაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიას შორის არსებული დაახლოებით 59-კილომეტრიანი მონაკვეთის იაპონური მთავრობის მიერ დაფინანსების შესახებ.  

პრიორიტეტული მონაკვეთი დადგინდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ანალიზის საფუძველზე; ამ ანალიზმა მოიცვა არსებული აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის სამი ახალი მონაკვეთი: (1) ზესტაფონი - ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის 22 კმ-იანი მონაკვეთის განახლება/გაუმჯობესება; (2) ქუთაისის შემოვლითი გზის 17 კმ-იანი მონაკვეთი და (3) ქუთაისის ახალი შემოვლითი გზა-სამტრედიის 20 კმ-იანი მონაკვეთი.

სესხი დამტკიცდა და 2008 წლიდან მოყოლებული ჩატარდა არაერთი უფრო დეტალური შესწავლა, რათა გაანალიზებულიყო ამ მაგისტრალის ალტერნატიული მიმართულებები. გზის დაპროექტება და განხორციელების პროექტი დაიყო სამ მონაკვეთად. მაგისტრალის ცენტრალური მონაკვეთი, რომელიც გვერდს უქცევს ქ. ქუთაისს და ითვლება მთელი პროექტის პრიორიტეტულ მონაკვეთად; მთავარ ამოცანას წარმოადგენს ზემოთ ხსენებულ სხვა ორ მონაკვეთამდე ამ პრიორიტეტული მონაკვეთის პროექტის მომზადება და საჭირო თანხმობების მიღება მის ასაშენებლად.

ამ პროექტის განხორციელებას, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) დახმარებით, უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (RDMRDI).

საინჟინრო და ეკონომიკურ-ფინანსური ანალიზის გარდა, განხორციელდა უსაფრთხოების შეფასებაც. ქუთაისის შემოვლითი გზის უსაფრთხოების ანალიზის მიზანია დადგინდეს შესაძლო სოციალური და ეკოლოგიური ზემოქმედება და რისკები, გაიცეს რეკომენდაციები რისკების შემსუბუქებასთან დაკავშირებით და შემუშავდეს მშენებლობის პროცესში სტანდარტების დაცვის (გეგმის განხორციელების)  და პროექტის მუშაობის მართვისა და მონიტორინგის გეგმა.

იხილეთ ვრცლად


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player