Search

14.06.2011

შესავალი
1.1 ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ

 
1. საქართველოს მთავრობამ მიიღო აზიის განვითარების ბანკიდან სესხი (500 მილიონი აშშ დოლარი) მრავალტრანშიანი ფინანსური ინსტრუმენტის (მფი) მეშვეობით საგზაო დერეფნების განვითარების ქვე-რეგიონული პროგრამის ფარგლებში (პროგრამა) საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გზების რეაბილიტაციის, გაუმჯობესების ან მშენებლობისათვის, რაც მოიცავს შემოთავაზებულ 48.4-კმ აჭარის ასაქცევ გზას ქობულეთისა და ბათუმის გვერდის ავლით (გზა), რაც დაფინასდება პროგრამის უკვე დამტკიცებული ტრანშების 1 და 2 ფარგლებში (დამტკიცდა პროგრამის დამკიცების დროს, ხოლო ტრანში 2 ჯერ კიდევ განხილვის სტადიაზეა).
 
2. ტრანშის 1 ფარგლებში აჭარის ასაქცევის მშენებლობა მოითხოვს მიწის შესყიდვასა და განსახლებას. აზიის განვითარების ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკების მოთხოვნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტმა, პროგრამის განმახორციელებლმა სააგენტომ (გს) მოამზადა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმები ტრანშისთვის 3. ამ გეგმებიდან 2 (შესყიდვისა და განსახლების გეგმა-I და შესყიდვისა და განსახლების გეგმა-II), რომლებიც ეხება პირველ და მესამე კონტრაქტებს, მომზადდა, შესაძლებელია მისი განხორციელება და შესაბამისი კონტრაქტების ხელმოწერა. შესყიდვისა და განსახლების გეგმა 3, რომელიც ეხება მეორე კონტრაქტის ზემოქმედებებს, ჯერ კიდევ დასრულების სტადიაზეა.
 
3. მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა წარმოადგენს საბოლოო დოკუმენტს, რომელიც მომზადდა აზიის განვითარების ბანკის (აგბ) უსაფრთხოების პოლიტიკების დებულების მიხედვით (2009). მისი მიზანია მიწის შესყიდვისა და განსახლების წარმართვა კონტრაქტით 1 გათვალისწინებული აჭარის რეგიონის ქობულეთის რაიონის (4.7 კმ-12.4 კმ) გზის მონაკვეთებისა და კონტრაქტით 3 დაგეგმილი გზის ფარგლებში (კმ 30-33, ასევე ქობულეთში). გზის მონაკვეთის ზემოქმედებების გამო აუცილებელია 361,274.11  კვ. კმ. მიწის შესყიდვა 197 ნაკვეთის ოდენობით. ზემოქმედების სიძლიერის მიხედვით (200-ზე მეტი მწვავე ზემოქმედების ქვეშ მოქცეული პირი) პროექტი შეფასებულია A კატეგორიად განსახლების თვალსაზრისით. პროექტის გეგმა მოცემულია რუკაზე 1.1.  საკუთრების უფლების მიხედვით მიწის ნაკვეთების შემდეგ კატეგორიებად ნაწილდება:

 

იხილეთ ვრცლად

 

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player