Search

9.12.2010

რეზიუმე
საქართველოს მთავრობამ მიიღო აზიის განვითარების ბანკიდან სესხი (500 მილიონი აშშ დოლარი) მრავალტრანშიანი ფინანსური ინსტრუმენტის (მფი) მეშვეობით საგზაო დერეფნების განვითარების ქვე-რეგიონული პროგრამის ფარგლებში (პროგრამა) საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გზების რეაბილიტაციის, გაუმჯობესების ან მშენებლობისათვის, რაც მოიცავს შემოთავაზებულ 48.4-კმ აჭარის ასაქცევ გზას ქობულეთისა და ბათუმის გვერდის ავლით (გზა), რაც დაფინასდება პროგრამის უკვე დამტკიცებული ტრანშების 1 და 2 ფარგლებში (დამტკიცდა პროგრამის დამკიცების დროს, ხოლო ტრანში 2 ჯერ კიდევ განხილვის სტადიაზეა).

ტრანშის 1 ფარგლებში აჭარის ასაქცევის მშენებლობა მოითხოვს მიწის შესყიდვასა და განსახლებას. აზიის განვითარების ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკების მოთხოვნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტმა, პროგრამის განმახორციელებლმა სააგენტომ (გს) მოამზადა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმები ტრანშისთვის 3. ამ გეგმებიდან 2 (შესყიდვისა და განსახლების გეგმა-I და შესყიდვისა და განსახლების გეგმა-II), რომლებიც ეხება პირველ და მესამე კონტრაქტებს, მომზადდა, შესაძლებელია მისი განხორციელება და შესაბამისი კონტრაქტების ხელმოწერა. შესყიდვისა და განსახლების გეგმა 3, რომელიც ეხება მეორე კონტრაქტის ზემოქმედებებს, ჯერ კიდევ დასრულების სტადიაზეა.

მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა წარმოადგენს საბოლოო დოკუმენტს, რომელიც მომზადდა აზიის განვითარების ბანკის (აგბ) უსაფრთხოების პოლიტიკების დებულების მიხედვით (2009). მისი მიზანია მიწის შესყიდვისა და განსახლების წარმართვა კონტრაქტით 1 გათვალისწინებული აჭარის რეგიონის ქობულეთის რაიონის (4.7 კმ-12.4 კმ)  გზის მონაკვეთებისა და კონტრაქტით 3 დაგეგმილი გზის ფარგლებში (კმ 30-33, ასევე ქობულეთში). გზის მონაკვეთის ზემოქმედებების გამო აუცილებელია  363,505 კვ. კმ. მიწის შესყიდვა 163 ნაკვეთის ოდენობით. აქედან 116 კერძო საკუთრებაში არსებული მიწაა და 47 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა. კერძო სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებიდან (215,552) 6 (6,947 კვ. კმ.) წარმოადგენს საცხოვრებელ ან სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას; 110 (208,605 კვ. კმ.) – სასოფლო-სამეურნეოს. სახელმწიფო საკუთრების ნაკვეთებიდან (147,953 კვ.მ.) 28 (16,490 კვ.მ.) გამოიყენება დროებით და არ არის ლეგალიზებადი, ხოლო 19 (131,463 კვ.მ.) არ გამოიყენება. განსახლების ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მეურნეობების საერთო რაოდენობა არის 103, ხოლო ზემოქმედების ქვეშ მოქცეული პირებისა – 552. ეს რიცხვები მოიცავს 101 მეურნეობას, რომელიც დაკარგავს მიწას, 2 მეურნეობას, რომელიც დაკარგავს სახლებს და 3 მეურნებას, რომელიც დაექვემდებარება განსახლებას (2 მათგანი ერთ სახლში ცხოვრობს). 1 მეურნეობას აქვს არალეგალიზებადი მიწას. ამ მეურნეობას აუნაზღაურდება მოსავლის დანაკარგი, მაგრამ მიწა არ ექვემდებარება კომპენსაციას. შესყიდვის შედეგად მოიჯარეები და დაქირავებით მომუშავე პირები არ მოექცევიან ზემოქმედების ქვეშ. ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ოჯახებიდან 85 წარმოადგენს ძლიერი ზემოქმედების ქვეშ მოქცეულს (შესყიდვის შედეგად შემოსავლის 10 %-ზე მეტის დაკარგვა ან განსახლება) და 45 მოწყვლადს, რაც მოიცავს უკიდურესად ღარიბებს, პენსიონერებს და მეურნეობებს, რომლებსაც უძღვება ქალი. მეურნეობებიდან 4 არის კანონიერი და ფლობს სათანადოდ რეგისტრირებულ მიწას (18 ნაკვეთი), ხოლო 97 არის დაკანონებადი და 1 მეურნეობა იყენებს არალეგალიზებად მიწას (28 ნაკვეთი). ამ ზემოქმედებების გათვალისწინებით, შესყიდვებისა და განსახლების ამ გეგმით პროექტი მიეკუთვნება განსახლების A კატეგორიას. პროექტის ტერიტორია ნაჩვენებია ნახატზე 1.1 თავის ბოლოს.
 

იხილეთ ვრცლად


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player