Search

9.12.2010

რეზიუმე

საქართველოს მთავრობამ მიიღო აზიის განვითარების ბანკიდან სესხი (500 მილიონი აშშ დოლარი) მრავალტრანშიანი ფინანსური ინსტრუმენტის (მფი) მეშვეობით საგზაო დერეფნების განვითარების ქვე-რეგიონული პროგრამის ფარგლებში (პროგრამა) საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გზების რეაბილიტაციის, გაუმჯობესების ან მშენებლობისათვის, რაც მოიცავს შემოთავაზებულ 48.4-კმ აჭარის ასაქცევ გზას ქობულეთისა და ბათუმის გვერდის ავლით (გზა), რაც დაფინასდება პროგრამის უკვე დამტკიცებული ტრანშების 1 და 2 ფარგლებში (დამტკიცდა პროგრამის დამკიცების დროს, ხოლო ტრანში 2 ჯერ კიდევ განხილვის სტადიაზეა).

ტრანშის 1 ფარგლებში აჭარის ასაქცევის მშენებლობა მოითხოვს მიწის შესყიდვასა და განსახლებას. აზიის განვითარების ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკების მოთხოვნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტმა, პროგრამის განმახორციელებლმა სააგენტომ (გს) მოამზადა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმები ტრანშისთვის 3. ამ გეგმებიდან 2 (შესყიდვისა და განსახლების გეგმა-I და შესყიდვისა და განსახლების გეგმა-II), რომლებიც ეხება პირველ და მესამე კონტრაქტებს, მომზადდა, შესაძლებელია მისი განხორციელება და შესაბამისი კონტრაქტების ხელმოწერა. შესყიდვისა და განსახლების გეგმა 3, რომელიც ეხება მეორე კონტრაქტის ზემოქმედებებს, ჯერ კიდევ დასრულების სტადიაზეა.

მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა-I წარმოადგენს საბოლოო დოკუმენტს, რომელიც მომზადდა აზიის განვითარების ბანკის (აგბ) უსაფრთხოების პოლიტიკების დებულების მიხედვით (2009) კონტრაქტით 1 გათვალისწინებული 4.7 კმ საწყისი მონაკვეთისათვის, რაც გაივლის ოზურგეთის რაიონს გურიაში. გზის მონაკვეთის ზემოქმედებების გამო აუცილებელია  იზურგეთის რაიონში 433,505.0 კვ. კმ. მიწის შესყიდვას ოზურგეთის რაიონში 225 ნაკვეთის ოდენობით. აქედან 217 კერძო საკუთრებაში არსებული მიწაა (415,812.0 კვ. კმ.) და 8 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გამოუყენებელი მიწა (17,693.0 კვ. კმ.). კერძო სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებიდან 142 (119,732.8 კვ. კმ.) წარმოადგენს საცხოვრებელ ან სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას; 50 (59,576.7 კვ. კმ.) – სასოფლო-სამეურნეოს, 4 – (28,699.6 კვ. კმ.) – საძოვარს. განსახლების ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ოჯახების საერთო რაოდენობა არის 200, ხოლო ზემოქმედების ქვეშ მოქცეული პირებისა – 820. ყველა ზემოქმედების ქვეშ მოქცეული დაკარგავს მიწას, 50 – მოსავალას და 10 – ხეებს.  ოჯახების ფიზიკური განსახლება არ განხორციელდება. შესყიდვის შედეგად მოიჯარეები და დაქირავებით მომუშავე პირები არ მოექცევიან ზემოქმედების ქვეშ. მიუხედავად ამისა, ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ოჯახებიდან 130 წარმოადგენს ძლიერი ზემოქმედების ქვეშ მოქცეულს (შესყიდვის შედეგად შემოსავლის 10 %-ზე მეტის დაკარგვა) და 53 მოწყვლადს, რაც მოიცავს უკიდურესად ღარიბებს, პენსიონერებს, ოჯახებს წვრილი შვილებითა და მარტოხელა ქალების მიერ მართულ ოჯახებს. მიწის მესაკუთრეებიდან 196 არის კანონიერი შესაბამისი რეგისტრაციით, ხოლო 3 არის დაკანონებადი.

 

 

 

 იხილეთ  ვრცლად


 

 

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player