სიახლეები
-
 |
10 სექტემბერი, 2013
დავით შავლიაშვილმა სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე კლდის ფერდობების გამაგრების სამუშაოები დაათვალიერა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით შავლიაშვილმა და თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის ს/გზის კმ117-კმ119 მონაკვეთზე კლდის ფერდობების ჩამოწმენდისა და გამაგრების სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს.
|
-
 |
9 სექტემბერი, 2013
დავით შავლიაშვილი მიმდინარე საგზაო სამუშაოების მონიტორინგს აგრძელებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ამაშუკელი დასავლეთ საქართველოში მიმდინარე საგზაო სამუშაოების მონიტორინგს განაგრძობენ. ამჯერად, მათ ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის მიმდინარეობა დაათვალიერეს.
აღნიშნული პროექტი ორ ლოტად ხორციელდება.
|
-
 |
7 სექტემბერი, 2013
გორის გვირაბებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის საუღელტეხილო მონაკვეთზე არსებულ საავტომობილო გვირაბებში (ხაშური-თბილისის მიმართულება) ელექტრომექანიკური სისტემების ტესტირების სამუშაოებთან დაკავშირებით, 9 და 10 სექტემბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
|
-
 |
6 სექტემბერი, 2013
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საგზაო ობიექტების მონიტორინგის მორიგი ეტაპი დაიწყო
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი და მისი მოადგილე გიორგი ამაშუკელი მიმდინარე პროექტების მონიტორინგის მიზნით, სამშენებლო ობიექტებზე გასვლებს ახორციელებენ.
მონიტორინგის მორიგი ეტაპის ფარგლებში, მათ ქუთაისის შემოვლითი გზისა და ქუთაისის შემოვლითი გზა-სამტრედიის სამშენებლო მონაკვეთებზე სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს.
|
-
 |
30 აგვისტო, 2013
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუისი–აგარას მონაკვეთის მშენებლობა დაათავლიერა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით შავლიაშვილმა და თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა, რუისი-აგარას შემოვლითი საავტომობილო გზის 19-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.
|
|
|