სიახლეები
-
 |
9 თებერვალი, 2009
ქ. მცხეთაში (გუბერნიის შენობაში) საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არსებულ საგზაო სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრას გამართავს.
შეხვედრას დაესწრებიან რეგიონის გუბერნატორი, თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობის მსურველი სამშენებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
|
-
 |
4 თებერვალი, 2009
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი სტუ-ს საავტომობილო გზების და აეროდრომების, ხიდებისა და გვირაბების კათედრების სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრას დაესწრება სტუ-ს რექტორი არჩილ თანგიშვილი.
|
-
 |
3 თებერვალი, 2009
ქ. ამბროლაურში (გუბერნიის შენობაში) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში არსებულ საგზაო სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრას გამართავს.
შეხვედრაზე, დეპარტამენტის თავმჯდომარე, რეგიონის გუბერნატორთან, თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად განიხილავს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში 2009 წელს განსახორციელებელი საავტომობილო გზებისა და ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმას
|
-
 |
28 იანვარი, 2009
ქ. გორში (გუბერნიის შენობაში) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი შიდა-ქართლის რეგიონში არსებულ საგზაო სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრას გამართავს.
დეპარტამენტის თავმჯდომარე სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელებს 2009 წელს შიდა-ქართლში დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გეგმას გააცნობს და ტენდერებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთის აგრესიით დაზარალებული რეგიონებიდან დევნილი მოსახლეობის მაქსიმალურად დასაქმების აუცილებლობაზე ესაუბრება. ასევე, გააცნობს მათ დეპარტამენტის მიერ დაკვეთილი სამუშაოებისადმი ახალ მოთხოვნებს.
|
-
 |
26 იანვარი, 2009
მოძრაობა იხსნება იგოეთი-სვენეთის 25 კმ-იანი მონაკვეთის 9,2 კმ-იან სექციაზე, სადაც საგზაო-სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს ებრაული კომპანია. ობიექტზე ებრაელ სპეციალისტებთან ერთად დასაქმებულია 2000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე.
იგოეთი-სვენეთის 25-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა მთლიანად დასრულდება 2009 წელს. აღნიშნული მონაკვეთის ღირებულებაა 92 მლნ. ლარი.
|
|
|