სიახლეები
-
 |
26 თებერვალი, 2009
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე მეორე რიგის სამუშაოების დაწყებას ადგილზე დააკვირდებიან და მოძრაობის რეჟიმის დროებით შეცვლის შესახებ განცხადებას გააკეთებენ.
|
-
 |
24 თებერვალი, 2009
მარტიდან, დუშეთი-მჭადიჯვარის 14 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის მშენებლობა იწყება. აღნიშნულ სამუშაოებს ადგილობრივი მაცხოვრებლები შეასრულებენ. სავარაუდოდ, შეიქმნება 100-150 სამუშაო ადგილი. ამჟამად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქართულ საგზაო-სამშენებლო კომპანიებთან.
წელს, საქართველოს ყველა რეგიონში, სოფლებთან მისასვლელ საავტომობილო გზებზე ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობის (განიხილება სხვა ტექნოლოგიებიც) ექსპერიმენტული პროექტი განხორციელდება. წლის ბოლომდე ცემენტბეტონის საფარი დაიგება შემდეგ გზებზე:
|
-
 |
19 თებერვალი, 2009
ქ. ახალციხეში (გუბერნიის შენობაში) საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი, რეგიონის გუბერნატორთან, ლაშა ჭკადუასთან ერთად, 2009 წელს სამცხე-ჯავახეთში განსახორციელებელი საგზაო სამუშაოების გეგმას განიხილავს.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა არგუმენტირებული მოთხოვნებისა და წინადადებების შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს გეგმის კორექტირება.
|
-
 |
18 თებერვალი, 2009
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმდინარე წლის 17 თებერვალს 10:00 საათზე სასტუმრო "Courtyard Marriott"-ის საკონფერენციო დარბაზში გამართა კონფერენცია თემაზე - "საქართველოს საავტომობილო გზები და თანამედროვე ტექნოლოგიები".
საქართველოში საავტომობილო გზების მშენებლობის სფეროში ამ ფორმატის კონფერენცია პირველად ჩატარდა.
|
-
 |
13 თებერვალი, 2009
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა, საგზაო სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ ქართულ კომპანიებთან კონტრაქტები გააფორმეს (ხელი მოეწერა 10 კონტრაქტს).
|
|
|