სიახლეები
-
 |
17 მარტი, 2009
საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება სატენდერო კომისიის სხდომა, სადაც გაიხსნება სამშენებლო კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები, ქვემოთ ჩამოთვლილ ობიექტებზე:
|
-
 |
13 მარტი, 2009
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში (ადმინისტრაციული კორპუსის მე-2 სართული), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საგზაო დარგის უახლეს ტექნოლოგიებს გააცნობენ.
|
-
 |
12 მარტი, 2009
ატმოსფერული ტემპერატურის მატებასთან ერთად, 2009 წელს დაგეგმილი გზების რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება დაიწყო. გზებზე ასფალტბეტონის საფარის გაუმჯობესების სამუშაოები უახლოეს დღეებში ყველა რეგიონში განახლდება.
აღნიშნული სამუშაოები უკვე დაიწყო მარნეული-თეთრიწყაროს საავტომობილო გზის 7,7 კმ-იან მონაკვეთზე.
|
-
 |
6 მარტი, 2009
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში, E-60 საერთაშორისო ავტომაგისტრალზე, მშენებარე ჩქაროსნულ გზატკეცილზე, იგოეთის გზაგამტარისა და ლეხურას ხიდების სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანიების სატენდერო წინადადებები გაიხსნება.
|
-
 |
28 თებერვალი, 2009
ქ. თბილისი ხიზამბარელის ქ.#1-ში (გლდანი-ნაძალადევის რ-ნი), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი, საგზაო სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ ქართულ კომპანიებთან კონტრაქტებს გააფორმებენ. ხელი მოეწერება 12 კონტრაქტს (საერთო ღირებულებით 20,9 მლნ.ლარი).
|
|
|