სიახლეები
-
 |
6 აპრილი, 2009
რუსთავის გზატკეცილი #247-ში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი, საგზაო სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან კონტრაქტებს გააფორმებენ. ხელი მოეწერება 5 კონტრაქტს (საერთო ღირებულებით 33 მლნ. 076 ათასი ლარი).
ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები, კონტრაქტებით გათვალისწინებულ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს რამდენიმე დღეში დაიწყებენ. აღნიშნულ სამუშაოებზე ათასობით საქართველოს მოქალაქე დასაქმდება.
|
-
 |
2 აპრილი, 2009
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის იგოეთი-სვენეთის მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები განახლდება. აღნიშნული სამუშაოების მონიტორინგს ადგილზე განახორციელებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი.
|
-
 |
28 მარტი, 2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი, სამეგრელოს რეგიონში, სოფელ სუჯუნში, აბაშა-გულეისკირი-ჯაპანას საავტომობილო გზის 24 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას დაესწრნენ.
|
-
 |
27 მარტი, 2009
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა, დეპარტამენტის თავმჯდომარეს რამაზ ნიკოლაიშვილსა და USAID-ის მიერ დაფინანსებული პროფესიული განვითარების პროექტის ხელმძღვანელ ქალბატონ ელიზაბეტ ვინშიპს შორის. შეხვედრაზე, ასევე მოწვეულნი იქნებიან საგზაო სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები.
|
-
 |
24 მარტი, 2009
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სატენდერო კომისიის სხდომა, სადაც გაიხსნება ტენდერში მონაწილე სამშენებლო კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციები, შემდეგ ობიექტზე:
|
|
|