სიახლეები
-
 |
20 სექტემბერი, 2013
დავით შავლიაშვილი მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას დეპარტამენტის მხრიდან თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი ამაშუკელი და ირაკლი ლითანიშვილი ესწრებოდნენ.
|
-
 |
19 სექტემბერი, 2013
დავით შავლიაშვილმა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი და მისი მოადგილე გიორგი ამაშუკელი სარეაბილიტაციო მონაკვეთების მონიტორინგს განაგრძობენ. ამჟამად, მათ მესტიის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ხორგუანთან და მესტიის გამგებელ კაპიტონ ჟორჟოლიანთან ერთად, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მესტია-უშგულის 12,37კმ-იანი მონაკვეთისა და ამავე გზაზე 3 ხიდის რეაბილიტაციის მოსამზადებელი სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს.
|
-
 |
17 სექტემბერი, 2013
საავტომობილო გზების დეპარტამენტი სარეაბილიტაციო მონაკვეთების მონიტორინგს განაგრძობს
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში,საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ამაშუკელი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე იმყოფებოდა. მან აღნიშნული გზის 12 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებისა და ამავე მონაკვეთზე არსებული გვირაბების რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა. ამ დროისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
|
-
 |
13 სექტემბერი, 2013
დავით შავლიაშვილმა სამეგრელოში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
საავტომობილო გზების დეპარტამ,ენტის თავმჯდომარემ დავით შავლიაშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა ინგირი-შამგონას საავტომობილო გზისა და ზუგდიდი-ანაკლიას საავტომობილო გზაზე 2 ხიდის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშოები მოინახულეს. აღნიშნულ ობიექტებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
|
-
 |
11 სექტემბერი, 2013
დეპარტამენტის წარმომადგენლები საერთაშორისო კონფერენზიაზე -„საავტომობილო გზები და მიწისქვეშა კომუნიკაციები“
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით შავლიაშვილმა, მისმა მოადგილეებმა ნუგზარ გასვიანმა, გიორგი ამაშუკელმა და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ III საერთშორისო კონფერენციაში - „საავტომობილო გზები და მიწისქვეშა კომუნიკაციები“ მიიღეს მონაწილეობა.
|
|
|