სიახლეები
-
 |
8 მაისი, 2009
საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ახალი პროექტის ''საქართველოს გზები – ისტორია და თანამედროვეობა'' პრეზენტაცია.
პროექტის ფარგლებში, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი საქართველოს ყველა რეგიონში იწყებს საავტომობილო გზების, ხიდებისა და გვირაბების ფოტოგადაღებებს, ფოტოგრაფის ობიექტივში მოექცევა გზების, ხიდების და გვირაბების რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესები, ასევე, განახლებული ავტომაგისტრალები.
|
-
 |
7 მაისი, 2009
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი დაესწრება ქ. ქუთაისში გუბერნიის შენობის საკონფერენციო დარბაზში გამართულ E-60 ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაციის პროექტის პრეზენტაციას, რომელიც დაფინანსდება იაპონიის მთავრობის მიერ, ხოლო განხორციელდება საერთაშორისო სააგენტო JICA-ს მიერ. პრეზენტაციას წარმოადგენს ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში მედგარ ჭელიძე.
|
-
 |
1 მაისი, 2009
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე საერთაშორისო მნიშვნელობის ქ. ბოლნისის შესასვლელთან არსებული, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე დააკვირდებიან. საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გაივლის სოფლებს: მჟავეწყლებს და რაჭის უბანს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი მთავრდება ქ. ბოლნისის შესასვლელთან.
|
-
 |
28 აპრილი, 2009
09:00 საათიდან 12:00 საათამდე, ქ. ბათუმში გაიმართება სარფი-ბათუმი ქობულეთის შემოვლითი გზის განვითარების პროექტის გარემოს ზემოქმედების შეფასების საჯარო განხილვა. პროექტის ორგანიზატორია შპს "ინჯქონსალტი".
|
-
 |
25 აპრილი, 2009
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მშენებარე ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ცვლადი საინფორმაციო ფარების გახსნას დაესწრება.
აღნიშნულ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე (დედაქალაქის შემოსასვლელიდან იგოეთამდე) 130-მდე, უახლესი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგზაო საინფორმაციო დაფა დამონტაჟდება.
|
|
|