სიახლეები
-
 |
22 მაისი, 2009
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი, საგურამოში ახალი ამერიკული ტექნოლიგიით, გარემოსთვის სრულიად უსაფრთხო პროდუქტის - პოლიმერიული სითხით - გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას დაესწრება, რომელსაც ახორციელებს GVK IBES Co. Inc-ის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში, ქართულ-ამერიკული კომპანია B&V Holding Corporatioan და კომპანია ,,Challenger”.
|
-
18 მაისი, 2009
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი დაესწრება ხიდის გახსნას მდინარე ცივზე. აღნიშნული ხიდი აკავშირებს ჩხოროწყუს რაიონში მონგირი-ახუთისა და მარტვილის რაიონში დიდიჭყონი-კიწია-ნოღას ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს.
|
-
17 მაისი, 2009
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო გზის მე-18 კმ-ზე, მდ. სუფსაზე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე დაათვალიერებს.
|
-
 |
16 მაისი, 2009
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში გამართა საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგი.
ბრიფინგის თემა იყო: რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში, ქართველი, გერმანელი და ავსტრიელი სპეციალისტების, მიმდინარე წელს დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებისათვის საჭირო კვლევებს ერთობლივად განახორციელებენ. კვლევით სამუშაოებთან დაკავშირებით, 18 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით, დილის 8:00 საათიდან-საღამოს 20:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის 142 კმ-ზე შეჩერდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იქნება გვირაბის შემოვლით გზაზე.
|
-
 |
12 მაისი, 2009
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კავთისხევი-კასპის საავტომობილო გზის 10 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე დაათვალიერებენ. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 2 მილიონ 314 ათას ლარს, აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ცეკური”.
|
|
|