სიახლეები
-
 |
1 ივნისი, 2009
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი დუშეთის რაიონში დუშეთი-მჭადიჯვარის საავტომობილო გზის 14 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოების მიმდინარეობას დაათვალიერებენ. ეს ექსპერიმენტული პროექტია და პირველად ხდება, რომ სოფლად გზის დასაგებად უახლეს ტექნოლოგიას, ბეტონის დამგებ მანქანა-დანადგარი იყენებენ.
|
-
 |
31 მაისი, 2009
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები - რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ასად ალამი, ინფრასტრუქტურის სექტორის დირექტორი პიტერ ტომსონი, ბანკის სხვა სპეციალისტები ამ დარგში, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან, და აგრეთვე, მსოფლიო ბანკის ადგილობრივი ოფისის ექსპერტები საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთი-სვენეთის მონაკვეთზე (55-80 კმ-ები) არქეოლოგიური გათხრების მიმდინარეობას დაათვალიერებენ.
|
-
 |
29 მაისი, 2009
საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება ტენდერი, E-60 ავტომაგისტრალის სვენეთი-რუისის 15 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად.
სვენეთი-რუისის მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობის სამუშაოები ყველაზე რთული და მასშტაბურია საქართველოში გზების მშენებლობის ისტორიაში. იგი საგზაო-სამშენებლო ნაგებობათა თითქმის ყველა სახეობას მოიცავს. ჯერ ამ მასშტაბის პროექტი ამიერკავკასიის არც ერთ ქვეყანაში არ განხორციელებულა.
|
-
 |
24 მაისი, 2009
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი (წნორი-ჯუგაანი) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაუწევს მონიტორინგს.
|
-
 |
22 მაისი, 2009
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი თბილისის შემოვლითი გზის, გლდანი-ლოჭინის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე დაათვალიერებენ.
|
|
|