სიახლეები
-
 |
25 ივნისი, 2009
თბილისის ისტორიის მუზეუმში - ,,ქარვასლაში” (მის. სიონის ქუჩა #8) ეწყობა პროექტის ,,საქართველოს გზები – ისტორია და თანამედროვეობა'' პრეზენტაცია. პროექტის ავტორი და ორგანიზატორია საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 25-30 ივნისს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგამოფენო დარბაზ ,,ქარვასლაში'' აწყობს საქართველოში საავტომობილო გზების მშენებლობის ამსახველი ისტორიული და თანამედროვე ფოტოების გამოფენას.
|
-
 |
23 ივნისი, 2009
23 ივნისს, 12:00 სთ-ზე, საქართველოს რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული გზატკეცილის იგოეთი-სვენეთის მონაკვეთს გახსნიან.
აღნიშნულ მონაკვეთზე მარჯვენა მიმართულების გზის მოდერნიზაცია ცემენტო-ბეტონის საფარის გამოყენებით დასრულდა. პარალელურად, განხორციელდება გზის მოდერნიზაციის სამუშაოები მარცხენა მიმართულებაზე.
|
-
 |
23 ივნისი, 2009
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი თბილისის ისტორიის მუზეუმში დაესწრებიან წინასაგამოფენო სამუშაოებს, რომელიც ჩატარდება მიმდინარე წლის 25 ივნისს - თემაზე ,,საქართველოს გზები – ისტორია და თანამედროვეობა''. პროექტის ავტორი და ორგანიზატორია საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
|
-
 |
19 ივნისი, 2009
ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებლობის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, უნდა განხორციელდეს ცემენტ-ბეტონის დამგები დანადგარის გადაყვანა ერთი კილომეტრის მანძილზე - თბილისი-სენაკი-ლესელიძის სააავტომობილო გზის 78-ე კმ-დან 79-ე კმ-მდე (სოფ. სვენეთთან).
ვინაიდან, აღნიშნული მექანიზმი არის არაგაბარიტული (დანადგარის სიგანე მოიცავს თითქმის მთელი გზის სიგანეს) მისი გადაადგილების დროს, ჩქაროსნულ გზატკეცილზე მხოლოდ 2 საათით შეფერხდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა
|
-
 |
18 ივნისი, 2009
14:00 საათიდან - 19:00 საათამდე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაცია, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული გზატკეცილის იგოეთი-სვენეთის მონაკვეთზე ატარებს ავტორბოლას - DRAG RACING”
(ავტორბოლის ერთერთი სახეობა). ავტორბოლაში მონაწილეობას ღებულებენ, როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული ავტომრბოლერები.
|
|
|