სიახლეები
-
 |
14 ივლისი, 2009
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სატენდერო კომისიის სხდომა, სადაც მოხდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 27 კმ-იანი მონაკვეთის გაუმჯობესებაზე ტენდერში მონაწილე პრეტედენტების წინასაკვალიფიკაციო შერჩევა.
|
-
 |
10 ივლისი, 2009
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე აჭარის რეგიონში, ქ. ქობულეთში (სოფლები სამება-ზედა სამება) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 4 კმ-იან მონაკვეთს გახსნიან. ეს ექსპერიმენტული პროექტია და პირველად ხდება, რომ სოფლად გზის დასაგებად უახლეს ტექნოლოგიას, ბეტონის დამგებ მანქანა-დანადგარს იყენებენ.
|
-
 |
5 ივლისი, 2009
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი ადიგენის რაიონი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ადიგენი-არალი-უდეს საავტომობილო გზის 6,8 კმ-იან მონაკვეთზე (სოფლები არალი და უდე) სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაუწევს მონიტორინგს.
|
-
 |
4 ივლისი, 2009
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 142 კმ-ზე, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბთან გამართავს საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგს, გვირაბში ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ.
|
-
 |
30 ივნისი, 2009
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი დაესწრება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხერთვისი-ვარძია-თურქეთის საზღვარის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი (სოფელი ხერთვისი) მონაკვეთის გახსნას.
|
|
|