სიახლეები
-
 |
28 ივლისი, 2009
დღეს, 13:00 საათზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და კომპანია ,,ნიუკაზის” ხელმძღვანელი ქეთი მელაძე გამართავენ პრეზენტაციას გადამზადების პროგრამაზე ,,ინოვაცია საგზაო დარგში”.
|
-
 |
24 ივლისი, 2009
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი სამეგრელოს რეგიონში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარტვილი-ტალერი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის 18,3 კმ-იან მონაკვეთს გახსნის.
|
-
 |
20 ივლისი, 2009
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული გზატკეცილის იგოეთი-სვენეთის 3,5 კმ-იანი მონაკვეთს გახსნიან, სოფელი შავშვებიდან ქ. გორის მიმართულებით.
|
-
 |
18 ივლისი, 2009
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და პრეზიდენტის რწმუნებული მცხეთა-მთიანეთში ცეზარ ჩოჩელი დუშეთის რაიონში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 53 კმ-ზე მდინარე ჩილდირის ხევზე არსებულ სახიდე გადასასვლელს გახსნიან.
|
-
 |
15 ივლისი, 2009
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექციის, სვენეთი-რუისის 15 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას დაესწრებიან. ადგილზე გადაეცამათ კონტრაქტები სვენეთი-რუისის მონაკვეთის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს.
|
|
|