სიახლეები
-
 |
18 ოქტომბერი, 2013
გორის საუღელტეხილო გვირაბებში მართვის მაღალტექნოლოგიური პუნქტი ამოქმედდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, გვირაბებში კომუნიკაციების მართვის თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სისტემები შეიძინა. აღნიშნული სისტემების მართვის პუნქტები გორისა და რიკოთის საუღელტეხილო გვირაბებში მოეწყო და ამ პუნქტებიდან გვირაბებში არსებული ყველა სახის ელექტრო-მექანიკური სისტემა კომპიუტერული პროგრამით იმართება.
|
-
 |
17 ოქტომბერი, 2013
რუისი-აგარის მშენებარე მონაკვეთზე 23 ოქტომბრიდან ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები დაიწყება
რუისი-აგარის გზის მშენებლობას მსოფლიო ბანკის დაფინანსებით კომპანია ”China Nuclear Industri” ახორციელებს, რომელმაც უახლესი მაღალტექნოლოგიური ბეტონდამგები მექანიზმები შემოიტანა და მის ტესტირებას რუისის ადგილობრივ გზაზე ახორციელებს.
|
-
 |
16 ოქტომბერი, 2013
გიორგი ამაშუკელმა ქალაქ ბანგკოკში გაეროს მიერ ორგანიზებულ ორ საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ამაშუკელი აზიის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამუშაო ჯგუფის მეხუთე შეხვედრაზე და აზიის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის საინვესტიციო ფორუმზე იმყოფებოდა, რომელიც ბანგკოკში გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკურ-სოციალური კომისიის სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა.
|
-
 |
3 ოქტომბერი, 2013
ფოტორეპორტაჟი რუისი–აგარას მშენებარე მონაკვეთიდან
საავტომობილო გზების დეპარტამენტი საზოგადოებას პერიოდულად სთავაზობს განახლებულ ფოტომასალას სამშენებლო და სარეაბილიტაციო ობიექტებიდან. ამჯერად, დეპარტამენტის ვებგვერდის “გალერეის” განყოფილებაში ყველასათვის ხელმისაწვდომია ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი–აგარას მონაკვეთის მშენებლობის მიმდინარეობის ამსახველი ფოტომასალა და შესაბამისი ინფორმაცია.
|
-
 |
23 სექტემბერი, 2013
დავით შავლიაშვილმა სოფელ ლენჯერში კლდის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით შავლიაშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა სარეაბილიტაციო მონაკვეთების მონიტორინგის ფარგლებში, სოფელ ლენჯერში გზის მიმდებარედ არსებული 2.5 კმ-იანი კლდის მასივის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს.
|
|
|