Search

სიახლეები


  • IMG_04501256114061.jpg
    7 ოქტომბერი, 2009

    საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის რამაზ ნიკოლაიშვილის ინიციატივით, კინო-თეატრ ,,რუსთაველში’’ იგეგმება საქველმოქმედო აქცია, რომლის ფარგლებშიც, დუშეთის რაიონის სოფელ პირმისაანთკარის მზრუნველობამოკლებული 50 ბავშვი დაესწრება გახმაურებულ ქართულ ფილმს ,,ყველაფერი კარგად იქნება”, ხოლო 10 მცირეწლოვანი ბავშვი ბავშვთა გასართობ ცენტრ ,,მაგადასკარში” ორი საათის მანძილზე გაერთობიან. კინო-სეანსის დაწყებამდე იგეგმება ბავშვების შეხვედრა ფილმის ,,ყველაფერი კარგად იქნება” გმირებთან.

    Read More
  • IMG_04061256029471.jpg
    3 ოქტომბერი, 2009

    საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი დუშეთის რაიონში, დუშეთი-მჭადიჯვარის საავტომობილო გზის 14 კმ-იან ცემენტ-ბეტონის მონაკვეთს გახსნიან.

    Read More
  • IMG_03771254388033.jpg
    30 სექტემბერი, 2009

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი თბილისის შემოვლითი გზის, ზაჰესის 4 კმ-იან მონაკვეთს გახსნიან.
    აღნიშნულ მიმართულებაზე საგზაო ქსელის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს სატრანზიტო მოძრაობას. მშენებლობის დასრულების შემდეგ გაიზრდება გზის გამტარუნარიანობა, სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობის სიჩქარეები და მათი გადაადგილების უსაფრთხოება.

    Read More
  • samegrelo1246950429.jpg
    27 სექტემბერი, 2009

    საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი (წნორი-ჯუგაანი) მონაკვეთის  გახსნას დაესწრებიან.

    Read More
  • dusheti-mchadijvari1247660121.jpg
    26 სექტემბერი, 2009

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი კახეთის რეგიონში ადგილობრივი  მნიშვნელობის ბოდბისხევი-ჯუგაანი-ტიბაანის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაუწევენ მონიტორინგს. ეს ექსპერიმენტული   პროექტია და პირველად ხდება, რომ სოფლად გზის დასაგებად უახლეს ტექნოლოგიას, ბეტონის დამგებ მანქანა-დანადგარს იყენებენ

    Read More

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player