სიახლეები
-
 |
10 დეკემბერი, 2009
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ინიციატივით, სასტუმრო “Radisson”-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ,,მეგზევის დღისადმი” მიძღვნილი ღონისძიება.
აღნიშნულ ღონისძიებაზე მოწველნი არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი. ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები.
|
-
 |
9 დეკემბერი, 2009
8 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, 2009 წელს საქართველოში გზების ინფრასტრუქტურის მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და მიმდინარე წელს გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისათვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი, დეპარტამენტისა და საგზაო სექტორში მომუშავე კომპანიების თანამშრომლები ღირსების ორდენითა და მედლით დააჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდოები, რომელზეც წარდგენილი იყო 16 კანდიდატი, თავად მიხეილ სააკაშვილმა გადასცა.
|
-
 |
6 დეკემბერი, 2009
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იგოეთი-კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის მე-17 კმ-ზე, მდინარე მტკვარზე სახიდე გადასასვლელს გახსნა.
|
-
 |
2 დეკემბერი, 2009
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ბაკურაძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექციის, სვენეთი-რუისის 15 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაუწევენ მონიტორინგს.
|
-
 |
29 ნოემბერი, 2009
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ტყეშელაშვილისა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის რამაზ ნიკოლაიშვილის ინიციატივით, 29 ნოემბერს 13:00 საათზე, ,,დარგე ხე - გაამწვანე შენი გარემო” - პროექტის ფარგლებში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული მაგისტრალის იგოეთი-სვენეთის მონაკვეთზე გაიმართება განაშენიანების აქცია.
|
|
|