სიახლეები
-
 |
31 დეკემბერი, 2009
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი საქართველოში გზების ინფრასტრუქტურის მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და წლების განმავლობაში გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისათვის 86 წლის ოთარ დიასამიძეს დამდეგ შობა-ახალ წელს მიულოცავს.
|
-
 |
30 დეკემბერი, 2009
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის მე-5 კმ-ზე მდინარე მტკვარზე სახიდე გადასასვლელს გახსნის.
|
-
 |
22 დეკემბერი, 2009
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ზაზა გოროზია მდინარე ჭანისწყალზე ხიდის გახსნას დაესწრებიან. აღნიშნული ხიდი აკავშირებს ხობისა და ზუგდიდის რაიონებში (სოფლები საჯიჯაო და ნარაზენი) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს.
|
-
 |
17 დეკემბერი, 2009
მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ - "მუზაში" (მის. კუსტბის ასახვევი #1), საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის რამაზ ნიკოლაიშვილის ინიციატივით ეწყობა პროექტის პრეზენტაცია "საქართველოს გზები – ისტორია და თანამედროვეობა". აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 17-22 დეკემბერს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგამოფენო დარბაზ "მუზაში" აწყობს საქართველოში საავტომობილო გზების მშენებლობის ამსახველი ისტორიული და თანამედროვე ფოტოების გამოფენას.
|
-
 |
11 დეკემბერი, 2009
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 3 კმ-იანი მონაკვეთი და ამავე გზის 113 კმ-ზე სახიდე გადასასვლელს გახსნიან.
|
|
|