სიახლეები
-
 |
3 თებერვალი, 2010
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი საკონფერენციო დარბაზში სტაჟიორებს შეხვდება და მათ სტაჟირების სრული კურსის გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატებს გადასცემს. კონკურსის საფუძველზე მოხდა ყველაზე წარმატებული სტუდენტების შერჩევა, რომლებიც დეპარტამენტში დაასაქმდნენ. მათი დანიშვნის ბრძანებებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილმა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე მოაწერა ხელი.
|
-
 |
29 იანვარი, 2010
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 44-ე კმ-ზე, სოფელ ოპიტარასთან, მდ. ცხენისწყალზე ხიდის გახსნას დაესწრება. აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდა ახალი საავტომობილო ხიდი და მოხდა ძველის დემონტაჟი.
|
-
 |
28 იანვარი, 2010
დღეს, 28 იანვარს 12 საათზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი გაემგზავრება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, სადაც პირადად გაუწევს მონიტორინგს გზის გაწმენდით სამუშაოებს.
|
-
 |
26 იანვარი, 2010
25 იანვარს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი იმყოფებოდა ქალაქ რუსთავში საწარმო ,,ჯეოსთილ”-ში.
|
-
 |
12 იანვარი, 2010
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი გურიის რეგიონში, ოზურგეთი-ნატანები-წვერმაღალას საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე მდ. ჯახვათაზე მდებარე ხიდის გახსნას დაესწრება. აღნიშნულ მონაკვეთზე მოხდა ახალი ხიდის მშენებლობა და ძველის დემონტაჟი.
|
|
|