სიახლეები
-
 |
9 თებერვალი, 2010
ესპანეთის საელჩოს ეგიდით საქართველოში ესპანელ ბიზნესმენთა დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში სასტუმრო ,,ივერია რედისონში” გაიმართა ესპანეთი-საქართველოს ,,მრავალმხრივი პარტნიორობის” შეხვედრა. ბიზნეს-ფორუმში საქართველოს მთავრობა, ესპანეთის საელჩო თურქეთში, ესპანეთის საელჩოს სავაჭრო-კომერციული ოფისი, ესპანური მსხვილი ბიზნესის, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების, სააგენტოების და ქართული ბიზნესის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
|
-
 |
8 თებერვალი, 2010
8 თებერვალს საქართველოში დავითობა - მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი, გურიის რეგიონში ოზურგეთის უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლს ესტუმრა და დავითობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
|
-
 |
7 თებერვალი, 2010
დღეს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი გურიის რეგიონში, ადგილობრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესა საავტომობილო გზის 24-ე კმ-ზე, მდ. ლესიწყალზე ხიდის გახსნას დაესწრება. აღნიშნული ხიდი ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონებს ერთმანეთან აკავშირებს.
|
-
 |
5 თებერვალი, 2010
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სატენდერო კომისიის სხდომის I ეტაპი, რომელიც შეეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 27-54 კმ-ის რეაბილიტაციას. აღნიშნულ სხდომაზე ტენდერში მონაწილე ათმა სამშენებლო კომპანიამ წარმოადგინა სატენდერო წინადადებები.
|
-
 |
4 თებერვალი, 2010
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული გზატკეცილის იგოეთი-სვენეთის 25 კმ-იან მონაკვეთზე სოფელ იგოეთში მარცხენა მიმართულებით გზაგანტარისა და მდ. ლეხურაზე ხიდის მშენბლობას ადგილზე გაუწევენ მონიტორინგს.
|
|
|