სიახლეები
-
 |
21 თებერვალი, 2010
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა კახეთის რეგიონში, ადგილობრივი მნიშვნელობის ბოდბისხევი-ჯუგაანი-ტიბაანის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი დასრულებული მონაკვეთი მოინახულა.
|
-
 |
18 თებერვალი, 2010
დღეს საქართველოში დაბრუნდა დელეგაცია, რომელიც დონეცკის ოლქის საავტომობილო გზების სამსახურის ოფიციალური მიწვევით ორ დღიანი ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდნენ.
|
-
 |
12 თებერვალი, 2010
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სატენდერო კომისიის სხდომა, რომელიც შეეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 81-90 კმ-ზე, 10 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციაო სამუშაოების შესყიდვას. აღნიშნულ სხდომაზე გაიხსნა სამშენებლო კომპანიების მიერ წარმოდგენილი ფინანსური წინადადებები.
|
-
 |
11 თებერვალი, 2010
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სატენდერო კომისიის სხდომის მეორე ეტაპი, რომელიც შეეხებოდა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 142 კმ-ზე, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბის სარეაბილიტაციაო სამუშაოების შესყიდვას. აღნიშნულ სხდომაზე გაიხსნა პირველი ტურის შედეგად კვალიფიცირებული სამშენებლო კომპანიების მიერ წარმოდგენილი ფინანსური წინადადებები. ტენდერში მონაწილეობა ხუთმა კომპანიამ მიიღო.
|
-
 |
10 თებერვალი, 2010
დღეს, 10 თებერვალს 13:30 საათზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე დაესწრებიან საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის მე-100 კმ-ზე, მდ. კუბისწყალზე ხიდის მარცხენა მიმართულების გახსნას. აღნიშნულ მონაკვეთზე 2009 წლის აგვისტოს თვეში დასრულდა პირველი ეტაპის სამუშაოები და ავტოტრანსპორტისთვის შესაძლებელი გახდა მარჯვენა მიმართულებით, ახალ ხიდზე უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება.
|
|
|