სიახლეები
-
 |
25 ოქტომბერი, 2013
ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთზე (9.44კმ), რომელიც სოფელ ახალ ხიბულასა და საჯიჯაოს ტერიტორიაზე გაივლის, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
|
-
 |
24 ოქტომბერი, 2013
ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკვეთის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულდა
ქობულეთის შემოვლითი გზის I ლოტის შემადგენელი ახალი მიმართულების გზის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულდა, აღნიშნული სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე 12.4კმ-ია. ხოლო ამავე ლოტის დანარჩენ 2.3 კმ-იან მონაკვეთზე ჩაქვი-მახინჯაურის გზის არსებული მიმართულების 4 ზოლიანი გზის პარამეტრებით გაუმჯობესების სამუშაოები გრძელდება.
|
-
 |
23 ოქტომბერი, 2013
საგზაო დეპარტამენტი ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება
ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ამაშუკელი გზების მოვლა-შენახვის ზედამხედველი კონტრაქტორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
|
-
 |
21 ოქტომბერი, 2013
მცხეთა-თბილისის მონაკვეთზე მოძრაობის რეჟიმი დროებით შეიცვლება
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი-ნატახტარის მონაკვეთზე (კმ17-კმ27) საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება.
|
-
 |
21 ოქტომბერი, 2013
სტიქიამ აჭარასა და მესტიაში რამდენიმე საგზაო მონაკვეთი დააზიანა
დასავლეთ საქართველოში ჭარბი ნალექისა და თანდართული ძლიერი ქარის გამო რამდენიმე საგზაო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მცირე დროით შეფერხდა.
კერძოდ, 19-20 ოქტომბერს სენაკი-ფოთი-სარფის ს/გზის კმ118-კმ119 მონაკვეთზე - სარფის ტერიტორიაზე, ძლიერი შტორმის შედეგად, დაზიანდა ნაპირსამაგრი ნაგებობისა და მიწის ვაკისის რამდენიმე უბანი.
|
|
|