სიახლეები
-
 |
8 აპრილი, 2010
დღეს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორი-სკრას საავტომობილო გზის 8,5 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოინახულებს.
|
-
31 მარტი, 2010
დღეს, 12 საათზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და პრეზიდენტის რწმუნებული გურიის რეგიონში ვალერი ჩიტაიშვილი ადგილობრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-სურები-ტობახჩოს საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაუწევენ მონიტორინგს.
|
-
 |
22 მარტი, 2010
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულმა ზაზა გოროზიამ, სოფელ ცაისში ნაგავსაყრელთან მისასვლელი საავტომობილო გზის 3 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
|
-
 |
20 მარტი, 2010
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა და აუქციონში გამარჯვებული კომპანიის ს.ს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ ხელი მოაწერეს კონტრაქტს, რომელიც ითვალისწინებს E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის გორის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზისპირა ზოლში მიწის ნაკვეთის დროებით სარგებლობაში გადაცემას და მასზე დასვენებისა და სხვადასხვა სახის მომსახურების ობიექტების განთავსებას.
|
-
 |
18 მარტი, 2010
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექციის, სვენეთი-რუისის 15 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაუწევენ მონიტორინგს.
|
|
|