სიახლეები
-
 |
4 მაისი, 2010
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინიციატივით, მიმდინარე წლის 4 მაისს 09:30 საათზე, სასტუმრო “Sheraton Metekhi Palace”-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა კონფერენცია თემაზე - “საქართველოს საავტომობილო გზები და ტექნოლოგიური პროგრესი”.
|
-
 |
2 მაისი, 2010
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა და პრეზიდენტის რწმუნებულმა გურიის რეგიონში ვალერი ჩიტაიშვილმა, ადგილობრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას საავტომობილო გზის 24,8 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაუწიეს მონიტორინგი.
|
-
 |
29 აპრილი, 2010
ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში ტურიზმის განვითარება გახლავთ. სწორედ იმერეთის ტურისტულ ცენტრად გადაქცევის იდეას ემსახურება საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მღვიმე ყუმისთავთან მისასვლელ საავტომობილო გზაზე 3,4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც დღეს დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი გაემგზავრა.
|
-
 |
28 აპრილი, 2010
დღეს “თბილისი მარიოტში” დასრულდა მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებული 3 დღიანი კონფერენცია სახელწოდებით “მმართველობა სატრანსპორტო და საგზაო სექტორში”. კონფერენციის მიზანი გახლდათ, სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, არასამთავრობო და კონტრაქტორი ორგანიზაციებისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა სფეროში. კონფერენციაზე მოხდა ანალიზი საგზაო, სატრანსპორტო პროექტებიდან მიღებული გამოცდილების. შეხვედრაზე ასევე განიხილეს შესყიდვების, კორუფციული პროცესების პრევენციისა და საპროექტო რისკების მნიშვნელოვანი საკითხები.
|
-
 |
22 აპრილი, 2010
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა ,,დარგე ხე - გაამწვანე შენი გარემო” - პროექტის ფარგლებში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული მაგისტრალის იგოეთი-სვენეთის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან განაშენიანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნულ ღონისძიებას ასევე, დაესწრო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მსოფლიო ბანკის დირექტორი ასად ალამი.
|
|
|