სიახლეები
-
 |
19 ივნისი, 2010
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი შიდა ქართლის რეგიონში, ადგილობრივი მნიშვნელობის ვარიანი-საქაშეთის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის გახსნას დაესწრო.
|
-
 |
16 ივნისი, 2010
დღეს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა ქუთაისის ოფისში, სამმართველოს უფროსებთან პირველი გასვლითი თათბირი ჩაატარა. თათბირზე დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განიხილეს ყველა ის პროექტი, რომლის განხორციელებაც დასავლეთის რეგიონში 2010 წელს იგეგმება.
|
-
 |
14 ივნისი, 2010
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა, იმერეთის რეგიონში მოწამეთას მონასტერთან მისასვლელი გზა საქველმოქმედო აქციით გახსნა. თბილისის დიღმის მზრუნველობა მოკლებულმა აღსაზრდელებმა ახლად რეაბილიტირებული გზის გავლით, მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს.
|
-
 |
7 ივნისი, 2010
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა გამართა ბრიფინგი, რომელიც შეეხებოდა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 142 კმ-ზე, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში სარეაბილიტაციაო სამუშაობის დაწყებას.
|
-
 |
5 ივნისი, 2010
5 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა გარემოსდაცვის კუთხით მონიტორინგი გაუწია, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების და მისი გადამუშავების შემდეგ, მოსაპოვებელი ადგილის ეკოლოგიურად მდგრად მდგომარეობაში მოყვანის სამუშაოებს.
|
|
|