Search

სიახლეები


  •  
    24 ოქტომბერი, 2010

    ჩქაროსნულ  მაგისტრალზე,  სვენეთი-რუისის 15 კმ-იანი მონაკვეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სეგმენტზე, სამშენებლო სამუშაოები  დასასრულს უახლოვდება.  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა  სამუშაოების მიმდინარეობა  მოინახულა.

    აღნიშნულ მონაკვეთზე  სრულდება ცემენტო-ბეტონის საფარის დაგება. მდ. ლიახვზე მიმდინარეობს  ორი  პარალელური  ესტაკადის  მშენებლობა, რომლის სიგრძე 880 მეტრია  და  შენდება ორი 800 მეტრიანი გვირაბი. ასევე, აშენდა ახალი ბაიპასი და ხიდი რომელიც ნოემბერში გაიხსნება. 

    Read More
  •  
    2 ოქტომბერი, 2010

    ვაზიანი-გომბორი-თელავის  გზის 55 კილომეტრიან გზას სრული რებილიტაცია ჩაუტარდა. დამონტაჟდა რკინა-ბეტონის მილები და სანიაღვრე სისტემები, აშენდა რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები და  2 ახალი ხიდი, ხოლო შვიდ სახიდე გადასასვლელს  რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი. 

    აღნიშნული მიმართულებით საგზაო ქსელის აბილიტაცია ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო ტურისტული მარშრუტების ქსელში ინტეგრაციას. აღსანიშნავია ისიც, რომ გზის რეკონსტრუქციის შედეგად  თბილისიდან-თელავამდე მგზავრობის დრო 1 საათით შემცირდ.

    Read More
  •  
    22 სექტემბერი, 2010

    რაჭაში, ტყიბულის და ამბროლაურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 16 კმ-იან  მონაკვეთზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.

    პროექტის მიხედვით დაგეგმილია ნაქერალას უღელტეხილზე, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამბროლაურის რაიონის სოფელ ნიკორწმიდაში მიმავალი გზის რეაბილიტაცია. ამჟამად მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის გაფართოება, ასფალტის საფარის დაგება, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია და საყრდენი კედლების მშენებლობა. დაგეგმილია სამი ხიდის რეაბილიტაცია. პროექტზე 150 ადამიანია დასაქმებული და მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა.

    Read More
  •  
    19 სექტემბერი, 2010

    სამეგრელოში, ხაბუმე-ჯუმითი-ზუმი-მუხურის საავტომობილო გზის 9,4 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ზაზა გოროზიასთან ერთად მიმდინარე  სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

    .

    Read More
  •  
    23 აგვისტო, 2010

    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ზამთრის სეზონისთვის მზადებას შეუდგა. დაბა ბაკურიანში გზების და წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. დღეს, 24 აგვისტოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, ბაკურიანში მიმდინრე სარეაბილიტაციო სამუშაოებს პირადად დაათვალიერებს. ამჟამად, დაბა ბაკურიანში მიმდინარეობს, წრიული 3 კმ-იანი საავტომობილო გზის და დიდველის სათხილამურო კომპლექსამდე მისასვლელი 2,6 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 

    Read More

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player