Search

სიახლეები


  •  
    11 ნოემბერი, 2010

    ტურიზმის თვალსაზრისით მნიშვნელოვან  ნახშირღელე-ნავენახევის გზის 10 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილოტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა  მოინახულა.

    ამჟამად გზის სავალ ნაწილზე მიმდინარეობს ასფალტის დაგება.  აღნიშნულ მონაკვეთზე გათვალისწინებულია კიუვეტებისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 100-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა

    Read More
  •  
    7 ნოემბერი, 2010

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, იმერეთის რეგიონის გუბერნატორთან ლაშა მაქაცარიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფისში, იმერეთის
    შემოვლითი გზის მშენებლობა-მოდერნიზაციის პროექტი განიხილეს

    Read More
  •  
    4 ნოემბერი, 2010

    გურჯაანის, ლაგოდეხის და ყვარლის რაიონების მოსახლეობა მალე ქალაქ გურჯაანის ცენტრალურ ბაზარს ახალი რეაბილიტირებული გზით დაუკავშირდება.

    გურჯაანი -ჭაბუკიანი-აფენი-კაბანის საავტომობილო გზის 29 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, პრეზიდენტის რწმუნებულთან კახეთის რეგიონში გიორგი ღვინიაშვილთნ ერთად  სამუშაოების მონიტორინგი პირადად ჩაატარა.

    Read More
  •  
    2 ნოემბერი, 2010

    იმერეთს ახალი შემოვლითი გზა ექნება, რომელიც რეგიონსსატრანზიტო ნაკადებისაგან განტვირთავს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული წინასაკვალიფიკაციო შერჩევა, რომელში მონაწილეობის სურვილიც 10-მა კომპანიამ გამოთქვა, დასრულებულია.

    იმერეთის შემოვლითი გზა, რომლის სიგრძეც 60 კმ-ია, E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი სეგმენტია. აღნიშნული ტენდერი მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისში, ზესტაფონსა და სამტრედიაში მოძრაობა განიტვირთება.

    Read More
  •  
    31 ოქტომბერი, 2010

    ჩქაროსნული გზატკეცილის E-60 მაგისტრალის სვენეთი-რუისი 15 კილომეტრიანი მონაკვეთის, პირველ 5 კილომეტრზე სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამუკა ლეჟავამ დასრულებული გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნეს.

    ჩქაროსნული გზატკეცილის-60 მაგისტრალის სვენეთი-რუისი 15 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე აზერბაიჯანული კომპანია ,,აკორდი,,  მუშაობს, რომელსაც ტექნიკურ ზედამხედველობას თურქულ-ქართული კომპანია ,,თემელსუ--BT,, უწევს.

    Read More

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player