Search

სიახლეები


  •  
    5 დეკემბერი, 2010

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა ქვემო ქართლის გუბერნატორთან დავით კირკიტაძესთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.

    დმანისი - დიდი დმანისი - გომარეთი - ბედიანის რაიონული მნიშვნელობის საავტომობილო გზის 13 კმ - იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

    პროექტი ითვალისწინებს გზის საფუძვლისა და სადრენაჟე არხების მოწყობას, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას

    Read More
  •  
    30 ნოემბერი, 2010

    ქალაქ ზუგდიდში აეროპორტის მშენებლობა დაიწყო. პროექტი, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინირებით ხორციელდება ითვალისწინებს 1კმ და  300 მეტრი სიგრძისა და 30 მეტრის სიგანის, ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობილი  თვითმფრინავის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობას.  ზუგდიდის აეროპორტის პროექტი საერთაშორისო პარამეტრების გათვალისწინებით  შემუშავდა.

    Read More
  •  
    23 ნოემბერი, 2010

    ჩქაროსნული გზატკეცილის E-60 მაგისტრალის სვენეთი-რუისის 85-ე კილომეტრზე, შემოვლითი გზის 1. 5 კმ-იანი მონაკვეთის და მდინარე ლიახვზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობა დასრულებულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა ხიდი  და გზა გახსნა და  სამინისტროს  მიერ ჩატარებული  სამუშაოები პირადად დაათვალიერა.
    პროექტის ფარგლებში დასრულდა 3 კმ-იანი შემოვლითი გზის 1.5 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც სოფელ ორთაშენში გაივლის. ასევე  აშენდა 161 მეტრი სიგრძისა და  11 მეტრი სიგანის ხუთმალიანი რკინა-ბეტონის ხიდი, რომელიც შეცვლის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ ლითონის დროებით ხიდს.

    Read More
  •  
    20 ნოემბერი, 2010

    რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გვირაბში მოძრაობა გაიხსნა და ასაქცევი გზის  ნაცვლად  ავტომობილების მიმოსვლა გვირაბის გავლით განხორციელდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა გვირაბი გახსნა და  სამინისტროს  მიერ ჩატარებული  სამუშაოები პირადად დაათვალიერა.  თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143- კმ-ზე რიკოთის გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წლის  ივლისში დაიწყო.

    Read More
  •  
    15 ნოემბერი, 2010

    სამცხე-ჯავახეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. პროექტი, რომლის ღირებულებაც 209 მილიონი აშშ დოლარია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და  ათასწლეულის ფონდის მიერ განხორციელებული  ყველაზე მასშტაბური  და წარმატებული პროექტია. 

    აღნიშნული პროექტი  ითვალისწინებს  საგზაო-სატრანსპორტო ქსელის აღდგენას ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, რის შედეგადაც შეიქმნება უკეთესი პირობები ვაჭრობის, ტურიზმისა და სხვა ბიზნესის განვითარებისათვის. რეაბილიტირებული გზა ასევე ხელს შეუწყობს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების დაკავშირებას დანარჩენ საქართველოსთან, რაც თავის მხრივ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას დააჩქარებს. 

     

    Read More

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player