Search

სიახლეები


  •  
    23 დეკემბერი, 2010

    ჩქაროსნული მაგისტრალი თბილისიდან გორამდე განათებულია და დასასრულს უახლოვდება შუქამრეკლი საგზაო ნიშნების დამონტაჟება.   მაგისტრალზე დამონტაჟდა ბელგიური წარმოების "ფურიო 3-ის" ულტრა თანამედროვე გარე განათების სისტემა. დღეს გამთენიისას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა  განათებული მაგისტრალი პირადად მოინახულა. აღნიშნული ტექნოლოგიის განათების სისტემა გამოირჩევა ეკონომიურობით და ნათების სიმძლავრით.

    Read More
  •  
    15 დეკემბერი, 2010

    მარნეულის მუნიციპალიტეტში, შულავერი-წითელი ხიდის  23 კმ-იანი საავტომობილო გზის 12 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, ქვემო ქართლის გუბერნატორთან დავით კირკიტაძესთან ერთად, დღეს, სამუშაოების ბოლო ეტაპი მოინახულა.

    გზის რეაბილიტაციამდე ზამთარში, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.

    Read More
  •  
    12 დეკემბერი, 2010

    ხულო-ქედლების საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დამთავრებულია. რეაბილიტირებული გზა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ პირადად მოინახულეს.

    გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დაიგო ცემენტო-ბეტონის საფარი. ხელოვნური ნაგებობები და საყრდენი კედლები. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე სისტემებს. სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა.

    პროექტი, რომლის ღირებულება 2 მლნ 760 ათასი ლარია საქართველოს მთავრობამ დააფინანსა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 50-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

    Read More
  •  
    10 დეკემბერი, 2010

    10 დეკემბერს "შერატონ მეტეხი პალასში", საქართველოს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით მეგზევის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც მოწველნი გახლდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ქართული საგზაო სამშენებლო კომპანიები.

    ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის  2010 წლის  საგზაო-სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია.

    Read More
  •  
    8 დეკემბერი, 2010

    ჩქაროსნული გზატკეცილის E-60 მაგისტრალის სვენეთი-რუისის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის მარჯვენა მიმართულებაზე ცემენტო-ბეტონის საფარის დაგება დასრულებულია.

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი  სამუშაოების დასრულების პროცესს, გვიან ღამით, პირადად დაესწრო.

    ჩქაროსნული გზატკეცილის E-60 მაგისტრალის სვენეთი-რუისის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე აზერბაიჯანული კომპანია "აკორდი" მუშაობს.

    Read More

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player