Search

სიახლეები


  •  
    13 თებერვალი, 2011

     

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქუთაისის ოფისში აკაკი წერეთლის სახელობის  უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები იმუშავებენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის 11 სტუდენტს შეხვდა, რომლებმაც სტაჟირება  საავტომობილო გზების დეპარატმენტის ქუთაისის ოფისში გაიარეს.
    Read More
  •  
    1 თებერვალი, 2011

    ასპინძის რაიონში, ხერთვისი-ვარძიის საავტომობილო გზასთან, მდინარე მტკვარზე, ახალი 70 მეტრიანი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მოსახლეობას და ტურისტებს ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან დააკავშირებს.

    ამჟამად დასრულებულია ხიდის ბურჯების მშენებლობა და მიმდინარეობს კოჭების მონტაჟი.  ხიდის სავალ ნაწილზე, რომლის  სიგანე 13 მეტრია  ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარები და მოაჯირები.  პარალელურად მიმდინარეობს საყრდენი კედლის მშენებლობა, რომელიც ხიდთან მისასვლელ გზაზე მდებარეობს და ტრანსპორტის უსაფრთხო  გადაადგილებას უზრუნველყოფს.

    Read More
  •  
    14 იანვარი, 2011

    ბაკურიანი ზამთარს მომზადებული შეხვდა. ტურისტული სეზონისათვის წრიული 3 კმ-იანი საავტომობილო გზის  სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. დასასრულს უახლოვდება წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც, რის შემდეგაც დაბას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

    Read More
  •  
    7 იანვარი, 2011

    თბილისის შემოვლითი გზის  მე-9 კილომეტრზე არსებულ 549 მეტრიან ესტაკადაზე სტიქიით დაზიანებული 50 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულებულია.

    აზიანბის გამო ესტაკადაზე ტრანსპორტის გადაადგილება  შეუძლებელი იყო. სარეაბილიტაციო  სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა. პროექტის მიხედვით აღდგა ესტაკადის 2 მალი, აშენდა ერთი ახალი ბურჯი, რომელიც 21 მეტრიან ხიმინჯებზეა მოწყობილი; აღდგენილ მონაკვეთზე  დაიგო ასფალტის საფარი, დაიხაზა გზის სავალი ნაწილი და შეიება მოაჯირები. სევე, ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა მდინარის კალაპოტში.

    Read More
  •  
    26 დეკემბერი, 2010

    მდინარე გლდანულაზე, თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე  60 მეტრიანი  სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასრულებულია. ახალი ხიდი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა  დღეს გახსნა.

    ხიდი, რომელიც სოფელ გლდანულას თბილისთან აკავშირებდა  მიმდინარე წელს სტიქიამ დაანგრია. ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა ივლისში დაიწყო. ხიდის აშენებამდე  სოფელ გლდანულას და თიანეთის მოსახლეობას დედაქალაქთან  დაკავშირება შემოვლითი გზით უწევდათ.

    Read More

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player