Search

სიახლეები


  •  
    14 აპრილი, 2011
    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება
    საავტომობილო გზის ვაზიანი-გომბორი-თელავის მონაკვეთის შესახებ
     
    ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის გასწვრივ კმ40+200 - კმ41+800 ოთხ ადგილას მოხდა ნიადაგის ჩაწოლა, რის შედეგადაც დაზიანდა ნაწილობრივ დაზიანდა გზის სავალი ნაწილი. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აღნიშნულ მონაკვეთებზე დამონტაჟდა დამატებითი საგზაო ნიშნები და დამცავი ბარიერები. ვაზიანი-გომბორი-თელავის გზა ამჟამად გახსნილი და გავლადია.
     
    Read More
  •  
    29 მარტი, 2011

    დღეს, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143 კმ-ზე, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში სარეაბილიტაციაო სამუშაობის მეორე ეტაპი განახლდა და მიმდინარე წლის ბოლოს რიკოთის  გვირაბი ექსპლუატაციაში დასრულებული სახით  შევა. 


     

    Read More
  •  
    15 მარტი, 2011

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის დაწყებას დაესწრო. აღნიშნული გზის მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.


    აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის პირველი ეტაპი მისი ერთ-ერთი  სეგმენტის, ქობულეთის 12,4 კმ-იანი შემოვლითი გზის  მშენებლობით იწყება. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე  დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. აშენდება  რკინიგზის გადამკვეთი ესტაკადა, სამი სატრანსპორტო კვანძი, 5 სახიდე გადასასვლელი და 5 მშრალ ხევზე  გამავალი ხიდი.

    Read More
  •  
    15 მარტი, 2011

    საავტომობილო გზის კობი-გუდაურის  მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნულ მონაკვეთზე თოვლის საფარის გაწმენდით სამუშაოებში დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პირადად მიიღო მონაწილეობა. იგი თავად მართავდა  თოვლის საწმენდ მანქანას და ეხმარებოდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს გზის აღნიშნული მონაკვეთის თოვლისგან გასუფთავებაში.

    Read More
  •  
    25 თებერვალი, 2011
    საქართველოს   ტექნიკური უნივერსიტეტის  საავტომობილო  გზების, აეროდრომების, ხიდების და გვირაბების  მშენებლობის  კათედრას  ცემენტ-ბეტონის  ხარისხის განმსაზღვრელი,   საერთაშორისო  სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია ექნება. 51 ერთეული, 26 დასახელების  ლაბორატორიული ხელსაწყო  ტექნიკურ უნივერსიტეტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა გადასცა.
    ცემენტ-ბეტონის ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიის გადაცემამდე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ტექნიკური უნივერსიტეტის  საავტომობილო  გზების, აეროდრომების, ხიდების და გვირაბების  მშენებლობის  კათედრას  ასფალტის  ხარისხის განმსაზღვრელი  საერთაშორისო  სტანდარტების  ლაბორატორიაც  გადასცა. ორივე  ლაბორატორიის  გადაცემა იმ მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტსა  და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა. მსგავსი ტექნოლოგიური ბაზა ტექნიკურ უნივერსიტეტს აქამდე არ გააჩნდა, რაც სტუდენტების სწავლების ხარისხს  პრობლემებს უქმნიდა.
    Read More

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player