Search

სიახლეები


  •  
    11 მაისი, 2011

    დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, პრეზიდენტის რწმუნებულთან რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დავით გაგოშიძესთან ერთად რაჭაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა. მოგვიანებით კი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, გამგებლებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს  შეხვდა.
    მინისტრი სოფელ გლოლას ეწვია და მდინარე ბდღვიორაზე ახლად აშენებული 31 მეტრიანი ხიდი და 45 მეტრიანი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა პირადად დაათვალიერა.

    Read More
  •  
    4 მაისი, 2011

    დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა პრეზიდენტის რწმუნებულთან იმერეთის რეგიონში, ლაშა მაქაცარიასთან და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, მაღალმთიანი რეგიონებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარესთან ვახტანგ ბალავაძესთან ერთად ქალაქ ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე, ევრო სტანდარტების შესაბამისი ველო-ბილიკების მშენებლობა   მოინახულა.

    ველო-ტრასა საავტომობილო გზის მიმდებარე ტროტუარებზე შენდება და მისი სიგძრე  7კმ-ია.

    Read More
  •  
    23 აპრილი, 2011

    გაჩიანში სტიქიასთან ბრძოლა გრძელდება. დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანის სტიქიის შედეგად დაზარალებულ  მოსახლეობას შეხვდა და პრეზიდენტის რწმუნებულთან ქვემო ქარლში დავით კირკიტაძესთან  ერთად მდინარე მტკვარზე მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოების პროცესს დაესწრო. სოფელში სულ 1200 ოჯახი ცხოვრობს და განსაკუთრებით რთულ პირობებში ამ ეტაპზე 10 სახლი იმყოფება. 

    სოფელს ადიდებული მდინარისგან  დასაცავად  და საფრთხის თავიდან ასაცილებლად ამჟამად ნაპირს ბეტონის

    Read More
  •  
    21 აპრილი, 2011

    დღეს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, სამინისტროს და საქვეუწყებო სამსახურების (საავტომობილო გზების დეპარატმანეტი, მუნიციპალური გამვითარების ფონდი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია), 200-მდე კონტრაქტორი კომპანიის ხელმძღვანელ პირს შეხვდა.

    რამაზ ნიკოლაიშვილმა კომპანიების წარმომადგენლებთან 2011 წლის გეგმებზე ისაუბრა. დასახეს სამშენებლო ობიექტების სამუშაოების დაწყების და დასრულების კონკრეტული ვადები. მინისტრმა კომპანიების ხელმძღვანელებს სამუშაოების მაღალი ხარისხით შესრულებისკენ მოუწოდა და სამშენებლო ობიექტები პირად კონტროლზე აიყვანა. ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვით საკითხებზე მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე.

    Read More
  •  
    19 აპრილი, 2011

    დღეს, რეგიონული გაინვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო. ამჟამად ახალი, 7 კილომეტრიანი  საავტომობილო გზის გაჭრა და მიწის ვაკისის სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის შემოვლითი გზა დედაქალაქს სატრანზიტო ნაკადისაგან განტვირთავს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გარანტი იქნება.

    Read More

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player