Search

სიახლეები


  •  
    15 ივნისი, 2011

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორთან დავით კირკიტაძესთან ერთად,  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში  სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ არდისუბანსა და კოდა-ფარცხისის გზის 29-ე კმ-ზე სტიქიის შედეგად დაზიანებულ მონაკვეთზე იმყოფებოდა. 

    თეთრწყაროს მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის, სეტყვისა და ქარის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა დასახლებულ პუნქტებში არსებული გზები, ხიდები და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები.  მოვარდნილმა ღვარცოფმა კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის გზის 29 კილომეტრზე არსებულ მონაკვეთს მთლიანად გამოაცალა საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ გზაზე გადაადგილება შეზღუდულია.   ჭარბი ნალექის შედეგად არდისუბანში მეწყერიც ჩამოწვა, რის გამოც სოფელი შუაზე გაიყო.

    Read More
  •  
    10 ივნისი, 2011

    ჩქაროსნული გზატკეცილის E-60 მაგისტრალის სვენეთი-რუისის 15 კილომეტრიან მონაკვეთზე 800 მეტრიანი გვირაბის გაჭრა დასრულებულია.  გვირაბის გაჭრის პროცესს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი პირადად დაესწრნენ.

    სვენეთი-რუისის 15 კილომეტრიანი მონაკვეთი E-60 მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, რომელზეც დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ძირითადი სატრანზიტო მოძრაობა ხორციელდება. გზის აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაცია ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც  საგზაო - სამშენებლო ნაგებობათა თითქმის ყველა სახეობას. მათ შორის: ორი, 800 მეტრიანი გვირაბისა და ორი, პარალელური 880 მეტრიანი ესტაკადის მშენებლობას  მოიცავს. ამჟამად  დასრულებულია ცემენტ ბეტონის საფარის დაგება გზის აღნიშნული მონაკვეთის მარჯვენა მიმართულებაზე: მოეწყო მიწისქვეშა გადასასვლელები, დამონტაჟდა სანიაღვრე სისტემები  და წყალგამტარი მილები. ასევე, 24 საათიანი რეჟიმით მიმდინარეობს  ორი პარალელური, 880 მეტრიანი (თითო ორზოლიანი)  ესტაკადის მშენებლობა. 

    Read More
  •  
    9 ივნისი, 2011

    დღეს,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს ათასწლეულის ფონდის მიერ ახალციხე-ვარძიის გზის 57 კმ-იანი მონაკვეთის  და ვარძიაში ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა. აღნიშნული საავტომობილო გზის 57 კმ-იანი მონაკვეთიდან 41 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ხოლო 16 კმ-ის  რეაბილიტაცია ათასწლეულის ფონდმა განახორციელა. დასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში კენტ ლოგსდონმა და ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბდუშელიშვილმა გახსნეს.

    Read More
  •  
    1 ივნისი, 2011

    1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, სამინისტროსა და მისის საქვეუწყებო სასმახურების თანამშრომელთა შვილებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და სიურპრიზი მოუწყო.  ამ განასაკუთრებულ დღეს, სამინისტრომ თანამშრომლების 40-მდე პატარას უმასპინძლა. ბავშვებს მშობლების სამუშაო ადგილის დათვალიერებისა და  ერთი დღის მანძილზე  საკუთარი თავის მათ ადგილზე წარმოდგენის საშუალება მიეცათ. მინისტრის თქმით, მისი უწყების თანამშრომლებს დატვირთული გრაფიკის გამო  შვილებთან ურთიერთობისათვის საკმარისი დრო არ რჩებათ. 

    Read More
  •  
    23 მაისი, 2011

    დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ ლევან ვარშლომიძემ აჭარის შემოვლითი გზის ერთ-ერთი  სეგმენტზე, ქობულეთის 12,4 კმ-იან შემოვლით გზაზე მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნული გზის მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
    გზის აღნიშნულ მონაკვეთზე  დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. აშენდება  რკინიგზის გადამკვეთი ესტაკადა, სამი სატრანსპორტო კვანძი, 5 სახიდე გადასასვლელი და 5 მშრალ ხევზე  გამავალი ხიდი. მოეწყობა  ხელოვნური ნაგებობები, საყრდენი კედლები, სანიაღვრე სისტემები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.  ამჟამად მიმდინარეობს მიწის ვაკისის, ასევე ერთ-ერთ ხიდზე (მე-15+84 პიკეტზე ) ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები. ქობულეთის შემოვლითი გზა ოზურგეთის რაიონის სოფელ  ნატანების სიახლოვეს იწყება, სოფელ ოჩხამურზე გაივლის და მახინჯაურში დასრულდება. 

    Read More

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player