Search

სიახლეები


  •  
    10 აგვისტო, 2011

    წყალტუბო და ცაგერი ერთმანეთს რეაბილიტირებული გზით დაუკავშირდება. ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის გზის, ცაგერის მიმართულებით მიმავალ 20 კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და ცაგერთან მისასვლელი 50 მეტრიანი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასრულდა, ამჟამად მხოლოდ პარაპეტებისა და გვერდულების მოწყობა მიმდინარეობს. შესრულებული სამუშაოები დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პირადად მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

    Read More
  •  
    4 აგვისტო, 2011

    დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, გაიმართა პროექტის პრეზენტაცია სახელწოდებით: "ინვესტიცია და დასაქმება".

    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა საზოგადოებას წარუდგინა მონაცემები, თუ რა თანხის ინვესტიცია განხორციელდა და რამდენი ადამიანი დასაქმდა სამინისტროს მიერ 2009 და 2010 წლებში; პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნა  მონაცემები 2011 წელს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შედეგად დასაქმებული ადამიანების რაოდენობის შესახებ. მინისტრმა 2012 წლის გეგმებზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც სამინისტროს მიერ დასაქმებულთა რაოდენობამ  მომავალ წელს 60 ათასს უნდა გადააჭარბოს. 

    Read More
  •  
    29 ივლისი, 2011

    დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულთან ლაშა ჭკადუასთან ერთად ახალციხეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და ახალციხის მოსახლეობას  შეხვდა.

    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალციხის გავლით, სრულიად ახალ გზას ჭრის, რომლის მეშვეობითაც საავტომობილო მიმოსვლა რკინიგზის გადასასვლელის გვერდის ავლით განხორციელდება, რის შედეგადაც, ფეხით მოსიარულეთა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება უსაფრთხო გახდება. ახალციხეში, მდინარე ფოცხოვის სანაპიროზე  ნაპირსამაგრი სამუშაოები მინდინარეობს. 

    Read More
  •  
    22 ივლისი, 2011

    დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ  ნიკოლაიშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ ბათუმი-ახალციხის  გზის,   ხელვაჩაურისა და ქედის რაიონების დამაკავშირებელ 15კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.

     გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. პროექტი  გზის საფუძვლის მოწყობას, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას,  და გზის სავალი ნაწილზე ასფალტის დაგებას ითვალისწინებს.  ამჟამად უკვე დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და გზის საფუძვლის  მოწყობის სამუშაოები, დაგებულია ასფალტი და  გზის გასწვრივ ლითონის ზღუდარებისა და საგზაო ნიშნების მონტაჟი მიმდინარეობს.

    Read More
  •  
    27 ივნისი, 2011

    რიკოთის უღელტეხილზე სტიქიის შედეგად დაზიანებულ, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავაშირებელ  გზაზე მოძრაობა ორმხრივად  აღდგენილია.

    როგორც, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, დღეისათვის გზის დაზიანებულ მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს და გზა თავის პირვანდელ მდგომარეობას   რამდენიმე დღეში დაუბრუნდება.

    მოვარდნილი ღვარცოფისა და მეწყერის ჩამოწოლის შედეგად რიკოთის უღელტეხილზე   დაზიანდა რიკოთის გვირაბის შემოვლითი გზა, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ერთმანეთთან აკავშირებს.

    Read More

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player